ესპანეთი 2 - 0 საქართველო (გოლები)

15.10.2013 05:22

ENG Television Services http://www.engvalencia.es ესპანეთი VS საქართველო - ნაცნობი სიტუაცია 5 ოქტომბერს ალბასეტეში საქართველოს ნაკრებმა 2014 წლის მუნდიალის უკანასკნელი მატჩი გამართა - მსოფლიოს ჩემპიონ ესპანეთთან 0:2 დამარცხდა. ანგარიში 26-ე წუთზე ანდრეს ინიესტას პასით ალვარო ნეგრედომ გახსნა. მეორე ტაიმში (61-ე წუთზე) ხუან მატამ დაცვის უხეში შეცდომით ისარგებლა და გაიტანა. საქართველო: ლორია - ლობჟანიძე, ხიდეშელი, კაშია, კვირკველია - ხუბუტია, ძარია, კობახიძე, შ. გრიგალაშვილი (69. ებრალიძე) - ე. გრიგალაშვილი (69. ხმალაძე) - გელაშვილი (87. მოდებაძე) ესპანეთის ნაკრებმა 20 ქულით პირველი ადგილი დაიკავა და მუნდიალის საგზური მოიპოვა. თემურ ქეცბაიას გუნდმა ტურნირი 5 ქულით ბოლოსწინა ადგილზე დაასრულა.

გაზიარება: