აია ბერაია — განვითარების პოლიტიკები და მიდგომები: ისტორიული მიმოხილვა ფემინისტური პერსპექტივიდან
07/24/2019
ქალთა ეკონომიკური გაძლიერება ქართულ ფემინისტურ მოძრაობაში ერთ-ერთი აქტუალური საკითხი და მიმართულებაა. ამავდროულად, საქართველოში 2013 წლიდან ხორციელდება ევროკავშირის სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამა, ENPARD. ამ კონტექსტში მოცემული კვლევა (პოლიტიკის დოკუმენტი) მიზნად ისახავს, გამოავლინოს სოფლის მეურნეობაში ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ბარიერები და განვითარების პოლიტიკებში ამ საკითხის ინტეგრაციის შესაძლებლობები. კვლევის ფარგლებში ანალიზი განხორციელებულია ადამიანის უფლებების მიდგომისა და გენდერი და განვითარების მიდგომის გამოყენებით; კვლევა განხორციელდა თვისებრივი მეთოდების გამოყენებით. ქალთა ეკონომიკური გაძლიერების გამოწვევები განხილულია ისტორიულ, გლობალურ და ლოკალურ ჭრილში, და კვლევის მიზნიდან გამომდინარე, დაკავშირებულია სოფლის მეურნეობის განვითარების კონტექსტსა და გამოწვევებთან. ანალიზსა და კვლევის მიგნებებზე დაყრდნობით გავცემთ რეკომენდაციებს სახელისუფლებო ინსტიტუტებისთვის.
იხილეთ კვლევის ონლაინ პუბლიკაცია: https://bit.ly/2LDlIdt
პროექტი განხორციელდა „ქალთა ფონდი საქართველოში“ ფინანსური მხარდაჭერით
იხილეთ კვლევის ონლაინ პუბლიკაცია: https://bit.ly/2LDlIdt
პროექტი განხორციელდა „ქალთა ფონდი საქართველოში“ ფინანსური მხარდაჭერით