მზე შინა - ბეჟან წინწალაშვილი / Mze shina - Bezhan Tsintsalashvili

ტექსტი, მუსიკა, არანჟირება, მიქს-მასტერი: ბეჟან წინწალაშვილი და სტუდია ქართველო Lyric, music, arrange, mix-master: Bezhan Tsintsalashvili & Qartvelo Studio აუდიოზე ვრცელდება საავტორო უფლება ©️ ჩემი ქვეყნის ფერი არის გრძნობა ახლა რასაც ვმღერი, სიყვარულის მთქმელი არის თანაც უფრო ბედნიერის, ეს ლოცვაა იავნანის, შინ მოსვლა შინ მოუსვლელის, ქალ-ვაჟის დიდი ხნის შემდეგ ერთმანეთთან ჩახუტების... დილის ნიავიც ხომ არის ტანში სუსხით გაჟრჟოლების, იასამნის სურნელია მთელი წლის შეუყნოსელის, ვაზის ყვავილობა არის და გამარგვლა სარეველის, შემოდგომის საღამოა ფეხით წურვა რქაწითელის... გულზე დგომის სურვილია მეფე აღმაშენებელის, ბარათაშვილის მერანის გაუკვალავში ჭენების, ეს ძალაა დედისერთა ვაჟის ომში გაცილების, მოლოდინი ჩვენი ქვეყნის ერთიანად გაბრწყინების... წყაროს საამო რაკრაკი მწყურვალს ყურში რომ ჩაგესმის, გულის მოოხება არის პეშვით ნაჟურის დაშრეტის, ერთ რამედ ღირს შეგრძნება გალაქტიონის მწუხრი ლექსის: ფეხშიშველი ბაღ-ვენახში დილის ცვარ-ნამის ალერსის... უანგარო სიკეთე-არა პასუხის დალოდების, ორიოდე გულწრფელი სიტყვა ღმერთის მადლიერების, პირველი გზის დათმობა კაცზე და სალამის დასწრების, წაქცეული მოყვასის ხელის გაწვდით წამოყენების... ბებერ მუხის მოჭრის შემდეგ დარგვა მაგიერ ნერგების, ბუდიდან ჩამოვარდნილი ბარტყის სახლში დაბრუნების, ქინძმარაულით დათრობით და დაბერვა სისხლ-ძარღვების, უბელო, გაქაფულ ცხენებით გაშლილ ველზე ჭენების... -მზე შინა და მზე გარეთა, მზევ, შინ შემოდიო. ვაჟის მამა შინ არის, მზევ, შინ შემოდიო... უყივლია მამალსაო, მზევ, შინ შემოდიო, გათენდი, თუ გათენდები, მზევ, შინ შემოდიო...

მსგავსი ვიდეოები