„რუსული კანონის“ გავლენა სტარტაპებზე
რუსულ კანონთან დაკავშირებული მშვიდობიანი პროტესტი საქართველოს ფარგლებს სცდება. ქართველი ემიგრანტები ქართული ოცნების მიერ მიღებულ კანონს სხვადასხვა ქვეყანაში აპროტესტებენ. ერთ-ერთი ასეთი მასშტაბური აქცია გერმანიის რამდენიმე ქალაქში გაიმართა. მესიჯი აქაც უცვლელი იყო - არა რუსულ კანონს და ყველაფერს რაც რუსულია. კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ მთავრობის მიერ მიღებული კანონი უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის სტატუსს მიანიჭებს ნებისმიერ საზოგადოებრივ ორგანიზაციას თუ მედიას, რომელიც დაფინანსების 20%-ზე მეტს იღებს დონორული ორგანიზაციებისგან, საერთაშორისო ფონდებისგან თუ უცხოური ასოციაციებისგან. კანონის გავლენა რომ ბევრად მასშტაბურია ეს არაერთხელ დაადასტურეს, მყარი არგუმენტებით სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლებმა. მათ შორის სტარტაპერებმა. სხვათა შორის სტარტაპ ეკოსისტემის წევრებმა საერთო განცხადებაც გაავრცელეს და დეპუტატ მარიამ ლაშხთან შეხვედრაც მოითხოვეს. რა გავლენა ექნება კანონს სტარტაპების საქმიანობაზე და რა არის ის მთავარი სათქმელი რაც ეკოსისტემის წევრებს აქვთ? სტუმარი: გიორგი ურუშაძე - Tasteit-ის დამფუძნებელი; #ქალებისნარატივი მარიამ იზორიასთან ერთად
Business Media Georgia-ის სხვა ვიდეოები
როგორ ცვლის ჩვენ ცხოვრებას სოციალური მედია?
საით უნდა მიმართოს მარკეტინგული კამპანიები საქართვ...
რას წარმოადგენს ChatGPT-ის უახლესი ვერსია?
რას წარმოადგენს “ორთაჭალა ჰილსის” პროექტი?
რას წარმოადგენს "არქის" პრემიუმ კომპლექსი "არქი რი...
რას წარმოადგენს “დეკა დეველოპმენტი”?
რას წარმოადგენს NFT?
რას წარმოადგენს თიბისის ახალი პროდუქტი “განაწილება...
მსგავსი ვიდეოები
„რუსული კანონის“ გავლენა - ნათია ზოიძე ქალების ნარატივში
Business Media Georgia
,,რუსული კანონის'' გავლენა - რა არის გამოსავალი?
Business Media Georgia
რუსული კანონის გავლენა ქვეყნის ეკონომიკაზე - შაბათის ფორმულა
Formula News
"რუსული კანონის" გავლენა საქართველოში დაგეგმილ ღონისძიებებზე
Business Media Georgia
"რუსული კანონის" გავლენა ბიზნესზე - რისკები;
Business Media Georgia
„ჯავშნები უქმდება“ – „რუსული კანონის“ გავლენა სასტუმრო ბიზნე...
Business Media Georgia
თავის დრო #55 - რეჟიმები, რუსული კანონი, არჩევნები - დავით ზ...
თავის დრო