დილით ცარიელ კუჭზე სვამთ ყავას? მაშინ ნახე ეს ვიდეო

გამოიწერეთ არხი @ხალხური მედიცინა და დაალაიქეთ ვიდეო. ჩვენი ფეისბუქ გვერდი - https://bit.ly/3AfLUjp ჩვენი ფეისბუქ ჯგუფი - https://bit.ly/3joq5rp ჩვენი საიტი - https://bit.ly/37medjY დილით ცარიელ კუჭზე სვამთ ყავას? მაშინ ნახე ეს ვიდეო ამის შესახებ Შენ უნდა იცოდე! მთელ მსოფლიოში საკმაოდ ბევრი ადამიანი სვამს ყავას გაღვიძებისთანავე. და ჩვენ ყველას ძალია გვიყვარს ეს პროცესი. გეტყვით იმასაც, რომ ის ძალიან სასარგებლოა ადამიანის ორგანიზმისთვის, მაგრამ – არ უნდა დალიოთ უზმოზე, განსაკუთრებით დილით. პირველ რიგში, უნდა იცოდეთ, რომ ფინჯანი შავი ყავის დალევა უზმოზე – დილით ადრე – გაზრდის მარილმჟავას რაოდენობას თქვენს საჭმლის მომნელებელ ტრაქტში. ეს ნიშნავს, რომ თუ გასტრიტი გაწუხებთ, მაშინ ამას ალბათ მალევე იგრძნობთ. ეს მარილმჟავა კი ნამდვილად ცუდია თქვენი კუჭისთვის. ასე რომ, როდესაც რაიმე მძიმეს მიირთმევთ, ამ მჟავამ შეიძლება გამოიწვიოს საჭმლის მომნელებელი პრობლემები, რადგან ეს თავის მხრივ გამოიწვევს ცილების რთულ მონელებას. და როდესაც ცილა მთლიანად არ იშლება და არ შეიწოვება, ამან შეიძლება გამოიწვიოს საჭმლის მომნელებელი სხვა პრობლემებიც, როგორიცაა: შებერილობა, ნაწლავის ანთება, გაღიზიანება და შეიძლება გამოიწვიოს მსხვილი ნაწლავის კიბოც კი. ამიტომ ბევრი სამედიცინო ექსპერტი გვაფრთხილებს, რომ არ უნდა დალიოთ ყავა დილით უზმოზე – გაღვიძებისთანავე. მთავარი მიზეზი ის არის, რომ ყავა გაზრდის კორტიზოლის დონეს და ორგანიზმს დიდი დრო სჭირდება მის ნორმალურ მდგომარეობაში დასაბალანსებლად. კორტიზოლი არის ჰორმონი, რომელიც აკონტროლებს ჩვენს ბიოლოგიურ საათს და სიფხიზლის უნარს. ასევე უნდა იცოდეთ, რომ უზმოზე ყავის დალევა გაზრდის მჟავას დონეს კუჭში, რაც იწვევს ღებინებას და შებერილობას. როგორც ხედავთ, უზმოზე ყავის დალევა, გაღვიძებისთანავე, შეიძლება ძალიან საზიანო იყოს თქვენთვის. ეს ნიშნავს, რომ დილის ყავის დალევამდე უნდა მიირთვათ საუზმე. მაგრამ, თუ საუზმეს ვერ ახერხებთ და დღე ფინჯანი ყავის გარეშე ვერ წარმოგიდგენიათ, მაშინ ყავას ცოტა რძე ან კარაქი უნდა დაუმატოთ. ეს შეამცირებს მის მავნე ზემოქმედებას. #ხალხურიმედიცინა #xalxurimedicina #ხალხური #მედიცინა #xalxuri #medicina

მსგავსი ვიდეოები