"ტრაექტორია" - ნიკოლა შნაიდერის გამოფენა 'Deep River, Watercolor'
გამოფენა ორგანიზებულია საქართველოს ეროვნული მუზეუმის, თბილისის ისტორიის მუზეუმის, საქართველოს ფრანგული ინსტიტუტისა და გალერეა «რიფ არტ პროჯექტის» ერთობლივი ძალისხმევით. ის წარმოგდენილი იქნება 2014 წლის 15--დან 30 მარტამდე. ამ გამოფენის ჩატარება შესაძლებელი გახდა ასევე ევროპული ცენტრის CEAAC (Centre Européen d'Action Artistique), ალზასის რეგიონისა და ევროპის საბჭოში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის მხარდაჭერით. გამოფენა / DEEPWATER ოცდაათამდე ნამუშევრის წყალობით, რომელთაგან უმრავლესობა სწორედ საქართველოში გამოფენისათვის შეიქმნა, დამთვალიერებელს ექნება საშუალება ეზიაროს ამ მრავალფეროვანი ხელოვანის სამყაროს, როგორიცაა ნიკოლა შნაიდერი. გამოფენის სახელი DEEPWATER მისი ნამუშევრების ბოლო სერიის სახელიცაა. ხელოვანი განაგრძობს მარადიულ ძიებას მასალის, ფორმის და მათი ცვალებადობის გარშემო. დიდი შავი ფორმები (Deepwaters), საიდანაც ჩნდებიან ენიგმატური ცხოველური ფიგურები და უცნაური ნიღბები, გვითრევენ სიღრმისეულ სამყაროში. ეს სიღრმე არა მხოლოდ წყლის სამყაროს უფსკრულებია, არამედ მისი უსაყვარლესი მედიის, აკვარელის, განსაკუთრებით კი მისი პიგმენტების სამყაროცაა. ნიკოლა შნაიდერის შემოქმედებაში, გამუდმებით ერთმანეთს მოიცავენ რჩეული მედია (აკვარელი) თავის საგანს (წყალი) და პირიქით. გარდა ამისა, როგორ შეიძლება არ დავუკავშიროთ მხატვრის მიერ დახატული Deepwater- ის სიღრმიდან ამოსული ჩიტები ვახტანგ მეფის მიერ ქალაქ თბილისის დაარსების ლეგენდას? ვახტანგ მეფემ ნადირობისას დაკარგული მიმინო ცხელი წყლებში მოტივტივე იპოვა, რომლის გაარშემოც ქალაქის დაარსება გადაწყვიტა. ამ გამოფენაში ნიკოლა შნაიდერის მასალის გააკონტროლებისა და მიმართვის ხელოვნება, საბოლოოდ ხილულია იმ შავი დიდი ფიგურების ვირტუოზულობაში, რომლებიც ვარირების თამაშის უსასრულობას ავლენს. და ბოლოს, ეს გეომეტრიული „ფანჯრები", მისი ორიგინალი ესკიზების მუტაციის ციფრული მუშაობის შედეგი, პიგმენტების ზღუდეს გადალახვისკენ გვიხმობენ და იმ გამოცანებს მიეკუთვნებიან, რომლებიც ამ ნამუშევრებს ფარდას ხდის. http://artarea.tv
Artareatv-ის სხვა ვიდეოები
ქუჩის აკადემია - გოგი ხოშტარია - "ფერწერის არსი და...
''თემა'' - ქეთი დევდარიანი
ლევან ბერძენიშვილის საავტორო გადაცემა "წიგნები" -...
პოლიტარტი - ლევან ბერძენიშვილი
ლევან გიგინეიშვილი - პიროვნების დაბადება ვაჟას შემ...
რადიო "შოკოლადის" გადაცემა "წიგნები" - ლევან ბერძე...
განდევნილი შინაარსები - ლევან შატბერაშვილი
მსგავსი ვიდეოები
ტრაექტორია
Vato Daraselia
"ტრაექტორია" #1
Artareatv
"ტრაექტორია" #3
Artareatv
"ტრაექტორია" - იაპონური ანიმეს ფესტივალი კინოთეატრ "ამირანში...
Artareatv
"ტრაექტორია" #7
Artareatv
"ტრაექტორია" #9
Artareatv
''ტრაექტორია'' - samsung galaxy s6 და samsung galaxy s6 EDGE...
Artareatv
ტრაექტორია – თიბისი ბანკი საქართველოს რაგბის კავშირის გენერა...
Artareatv