\"შევარდნაძე, იუდა!\" - გაწევ-გამოწევა \"ზვიადისტების\" მდუმარე აქციაზე
13-07-2014
ზვიად გამსახურდიას მომხრეების მდუმარე აქციაზე, მეტრო \"ავლაბრის\" მოპირდაპირე მხარეს, პოლიციასთან სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა. მდუმარე აქციის მონაწილეებმა - \"ეროვნული ფრონტისა\" და \"ზვიად განმათავსუფლებლის\" პარტიის წევრებმა, რომლებიც \"ავლაბრის\" მეტროსთან მდუმარე აქციას მართავდნენ, გადაინაცვლეს მოპირდაპირე მხარეს მდებარე ბაღთან და სურდათ გაეკეთებინათ ჯაჭვი გზის პირზე, სადაც ჩაივლიდა სამებიდან წამოსული სამგლოვიარო პროცესია. მაგრამ მათ პოლიციელებმა ამის უფლება არ მისცეს. პოლიციელთა ჯაჭვმა ისინი ნელ-ნელა ტროტუარიდან ერთ-ერთ ჩიხში გადაიყვანა და კორდონით შემოსაზღვრა.
ამ ფაქტმა აქციის მონაწილეთა პროტესტი გამოიწვია. ისინი სიტყვიერად დაუპირისპირდნენ პოლიციელებს და ცდილობდნენ გზის პირას განლაგებულიყვნენ.
“Shevardnadze – Judas!” – confrontation at Zviad Gamsakhurdia supporters’ rally - Watch the video on georgianews.ge
https://www.georgianjournal.ge/societ...