ძმები კაკულიების საქმე


ოჯახის მოთხოვნის მიუხედავად, ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე ძმები კაკულიები ამ დრომდე არ დაუკითხავთ.

მოკლული ახალგაზრდის ოჯახი 15 სექტემბერს ვერაზე მომხდარი შემზარავი დანაშაულის დამკვეთებად სწორედ გურამ და დავით კაკულიებს ასახელებს. კვარაცხელიას ახლობლების ინფორმაციით, დანაშაულის ჩადენის შემდეგ გაგარინის ქუჩაზე სწორედ კაკულიებს შეხვდნენ მკვლელობაში მსჯავრდებული ჭელიძე და კავილაძე. თუმცა, გამოძიებისთვის ამ დრომდე უცნობია, როდის შემოაღწიეს ძმებმა საქართველოში - სავარაუდო დროდ გასული წლის ზაფხულიდან ამ წლის მაისამდე პერიოდი სახელდება.

თავად ძმები კაკულიები, რომლებსაც დღეს არაყიშვილზე მომხდარი თავდასხმის გამო პატიმრობა შეუფარდეს, არც კვარაცხელიას და არც 27 მაისს არაყიშვილის ქუჩაზე სროლის ფაქტთან რაიმე კავშირს არ ადასტურებენ. 

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან