რა აძვირებს ინტერნეტს საქართველოში?
10 გბ. მობილური ინტერნეტი და 1795 წუთი სასაუბრო დრო, 24 ევროპული ქვეყნის საშუალო ფასთან შედარებით, 35%-ით უფრო ძვირია. აღნიშნული შედეგები საქართველოს სატელეკომუნიკაციო მომსახურებების ფასების შედარებითმა ანალიზმა აჩვენა, რომელიც კომუნიკაციების კომისიის დაკვეთით 2023 წელს ჩატარდა. "ბენჩმარკინგის” კვლევის შედეგების მიხედვით, საქართველოში დაბალი მოცულობის და სიჩქარის მომსახურებები, როგორც მობილურ, ისე ფიქსირებულ ბაზარზე, კვლევაში შემავალი ქვეყნების ფასების თითქმის ანალოგიური ან უფრო იაფია. ხოლო, რაც შეეხება მაღალი მოცულობის და სიჩქარის მომსახურებების ფასებს - ევროპული ქვეყნების საშუალოს მნიშვნელოვნად აჭარბებს. კვლევის მიხედვით მაღალი მოცულობის და სიჩქარის მომსახურებებზე მაღალი ფასები განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და პრობლემურია, ვინაიდან 2022 წლის მონაცემებით, მობილური ინტერნეტის მოხმარება მკვეთრად მზარდია და საშუალოდ ერთი აბონენტის მოხმარება თვეში 12 გბ-ს აღწევს. „ვიდრე საქართველოში შენარჩუნდება მაღალსიჩქარიანი და მაღალი მოცულობის ინტერნეტის მაღალი ფასები, მომხმარებლები კვლავ იძულებული იქნებიან აირჩიონ დაბალსიჩქარიანი და დაბალი მოცულობის მომსახურებები ან გადაიხადონ მნიშვნელოვნად მაღალი, პრემიუმ ფასები და ასე მიიღონ მაღალი სიჩქარე/მოცულობა“, - წერია დასკვნაში. კვლევა ბრიტანულმა კვლევითმა ორგანიზაციამ, Strategy Analytics-მა საერთაშორისოდ აღიარებული და აპრობირებული მეთოდოლოგიის შესაბამისად განახორციელა, რომელიც ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) მიერ არის შემუშავებული. სწორედ ამ მეთოდოლოგიის მიხედვით, ევროპის ქვეყნებთან შესადარებლად, გამოყენებულია ორი მსხვილი ოპერატორის, “მაგთიკომისა” და “სილქნეტის” მომსახურებების ფასები, ვინაიდან აღნიშნული კომპანიები ფლობენ საქართველოს სატელეკომუნიკაციო ბაზრის 70%-ზე მეტს და მომხმარებელს სთავაზობენ როგორც ფიქსირებულ, ასევე მობილურ ინტერნეტს. კვლევაში გამოყენებული მონაცემები კი, 2023 წლის აპრილის მდგომარეობით, საქართველოში არსებული შეთავაზებებიდან, ყველაზე დაბალ ფასიანს ასახავს. ფასები მსყიდველობითი უნარიანობის პარიტეტის (PPP) შესაბამისად არის დაანგარიშებული და წარმოდგენილია დოლარში. რა აძვირებს ჩვენს ქვეყანაში ინტერნეტს? სტუმარი: უჩა სეთური - “მცირე და საშუალო ტელეკომ ოპერატორების ასოციაციის” აღმასრულებელი დირექტორი; #საქმიანიდილა-ს #ანალიტიკა ელენე კვანჭილაშვილთან ერთად;
Business Media Georgia-ის სხვა ვიდეოები
როგორ ცვლის ჩვენ ცხოვრებას სოციალური მედია?
საით უნდა მიმართოს მარკეტინგული კამპანიები საქართვ...
რას წარმოადგენს ChatGPT-ის უახლესი ვერსია?
რას წარმოადგენს “ორთაჭალა ჰილსის” პროექტი?
რას წარმოადგენს "არქის" პრემიუმ კომპლექსი "არქი რი...
რას წარმოადგენს “დეკა დეველოპმენტი”?
რას წარმოადგენს NFT?
რას წარმოადგენს თიბისის ახალი პროდუქტი “განაწილება...
მსგავსი ვიდეოები
რა აძვირებს მშენებლობას?
Business Media Georgia
რა აძვირებს მშენებლობას?
Business Media Georgia
გაძვირებული სურსათი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
რა ხდება მსოფლიო ბიზნესში? - #საერთაშორისოამბები: 29 ივნისი
Business Media Georgia
ავტომატური გადაცემათა კოლოფი თუ ვარიატორი?
Giorgi Laluashvili
რა უნდა იცოდე სოციალურ მედია მარკეტინგზე? - ღია ლექცია
Smart Academy
რა სიურპრიზი გავუკეთეთ ემილიას? საოჯახო ვლოგი ბაკურიანში
Emili Family
ნათია და ნათია - სერია 4 (სეზონი 1)
ნათია და ნათია