რადიარდ კიპლინგი - მისი ლექსი შენს ცხოვრებას შეცვლის


ჯოზეფ რადიარდ კიპლინგი — ინგლისელი მწერალი, პოეტი და ნოველსიტი. კრიტიკოსებისა და მითხველების მიერ მის საუკეთესო ნაწარმოებებად მიჩნეულია: „ჯუნგლების წიგნი“ (The Jungle Book), „კიმი“ (Kim), ლექსი «უკანასკნელი სიმღერა» (Recessional). 1907 წელს კიპლინგი ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის პირველი ინგლისელი ლაურეატი ხდება. იმავე წელს ჯილდოვდება პარიზის, სტრასბურის, ათენისა და ტორონტოს უნივერსიტეტებისგან. ასევე დაჯილდოებულია ოქსფორდის, კემბრიჯის, ედინბურგისა და დარემის უნივერსიტეტების საპატიო ხარისხით. კიპლინგის ნაწარმოებების მდიდარმა ენამ, მეტაფორების სიუხვემ დიდი წვლილი შეიტანა ინგლისური ენის საგანძურში. რადიარდ კიპლინგი დაიბადა ინდოეთის ქალაქ ბომბეიში, ადგილობრივი სკოლის პედაგოგ ჯონ ლოკვუდ კიპლინგისა და ალისა კიპლინგის (მაკდონალდი) ოჯახში.

👉 მოიწონე და გამოწერე ჩვენი არხი, გაუზიარე მეგობრებს სიტყვები, რომლებმაც უკვე შეცვალა სამყარო უკეთესობისკენ!
შენ ხარ მნიშვნელოვანი!
#შენიბწრყინვალებისთვის #შენხარმნიშვნელოვანი

ვიდეოები „შენ ხარ მნიშვნელოვანი"-ისგან