როგორ დავზოგოთ ელექტროენერგიის ხარჯი?
როგორ დავზოგოთ ელექტროენერგიის ხარჯი? ჟურნალისტი - მარიამ მინაძე რესპოდენტი - ირინა მილორავა, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე „ნეტო აღრიცხვა“, „მიკრო სიმძლავრის ელექტროსადგურები“ - ეს ის დასახელებებია, რომელიც შესაძლოა არც კი გსმენიათ. მაგალითად ესაა თქვენი სახლის სახურავზე დამონტაჟებული მზის პანელი, რომელიც მიერთებულია ქსელზე და პირველ რიგში თქვენს მიერ ელექტროენერგიის მოხმარებას აკმაყოფილებს, ხოლო დარჩენილ გამომუშავებულ ენერგიას ქსელში უშვებს. ქსელიდან კი თქვენს მიერვე გამომუშავებულ ენერგიას უკან დაიბრუნებთ მაშინ, როცა ის დაგჭირდებათ! თორნიკე დარჯანია ერთ-ერთია ვინც „ნეტო აღრიცხვაში“ ჩაერთო, საკუთარ სახლში მიკრო სიმძლავრის მზის პანელები და ქარის სადგური დააყენა. ჯამში მან $5000-მდე დახარჯა და გარდა სახლის მოხმარებისა, გამომუშავებული ელექტროენერგია პრაქტიკულად ანულებს მისი „ბიტკოინის მაინერების“ მიერ მოხმარებულ ენერგიასაც. მან სახლში 5 კვტ სიმძლავრე განავითარა. „თუკი დავუშვებთ, რომ არსებული ელექტროენერგიის ტარიფი უცვლელი იქნება, ჩემს ჩადებულ თანხას 9 წელში დავიბრუნებ, თუმცა თუკი მაგალითად ტარიფი ყოველწლიურად გაიზრდება 3%-ით, მე აღნიშნული თანხის დაბრუნებას 7 და შესაძლოა ნაკლებ პერიოდშიც მოვახერხებ. დამატებით წამახალისებელ კანონმდებლობასთან ერთად კი ვადა შესაძლოა 5 წლამდეც შემცირდეს“, - აღნიშნავს დარჯანია და ამბობს, რომ 1 კვტ-ის განვითარებას, ჯამში ყველანაირი ხარჯის გათვალისწინებით, $700-$1000 სჭირდება, ეს დამოკიდებულია პანელების ფასებზე, მოწოდებაზე და ა.შ. ინტერვიუს სრული ვერსია იხილეთ აქ: • ინტერვიუ სემეკის თავმჯდომარესთან ირინ...
მსგავსი ვიდეოები
როგორ დავზოგოთ ელექტროენერგიის ხარჯი
TV IMEDI
კაკლები, კერძო სახლი • მზის ელექტროსადგური
Enovus • ენოვუსი
#ახალიდღე როგორ დავზოგოთ ელექტროენერგია სახლში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
როგორ დავზოგოთ ფული გაიგეთ იმედის დილაში
TV IMEDI
როგორ დავზოგოთ ფული
შუადღე GDS / shuadge GDS
როგორ დავზოგოთ წყლის 98%
PalitraNews
როგორ დავზოგოთ ჭკვიანურად Hotsale.ge -ს მეშვეობით, გურამ შერ...
hotsale ge
როგორ დავზოგოთ ენერგია? How to Save Energy?
EnergyEfficiency SmartChoice