რა აჩვენა სასურსათო საცალო სექტორის და პირველადი მოხმარების საქონლის კვლევამ?

სასურსათო საცალო სექტორის და პირველადი მოხმარების საქონლის მიმოხილვაზე დაპირებული კვლევის პრეზენტაცია გაიმართა, რომლის თანახმადაც პირველადი მოხმარების საქონლის ბაზარზე მაღალი კონკურენციაა. კერძოდ, ბაზარზე წარმოდგენილია 50-ზე მეტი მსხვილი იმპორტიორ/დისტრიბუტორი და რითეილერი, ბაზრის მოცულობა 12 მლრდ ლარზე მეტია და ყველაზე მსხვილი რითეილერის შემოსავლები, ჯამური შემოსავლების 5%-ზე ნაკლებია. კვლევაში ნათქვამია, რომ შინამეურნეობების სასურსათო ხარჯების წილი მთლიან სამომხმარებლო ხარჯებში 2017 წლიდან იზრდება და 2021 წლის მონაცემებით უკვე 50%-ს აღწევს. შინამეურნეობების ხარჯების ზრდა კი განპირობებულია სასურსათო საქონელზე ფასების მაღალი ზრდით. რატომ იზრდება შინამეურნეობების დანახარჯები პირველადი მოხმარების პროდუქტებზე და რისგან შედგება დახლზე წარმოდგენილი ფასი? სტუმრები: მირანდა მანჯგალაძე - რითეილ ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე; გიორგი კეპულაძე - "საზოგადოება და ბანკების" დამფუძნებელი; თემურ ალექსანდრია - "ნიკორა ტრეიდის" აღმასრულებელი დირექტორი.

მსგავსი ვიდეოები