საქართველო კორონავირუსის მეშვიდე ტალღის ზღვარზე

ქვეყანა კორონავირუსის მეშვიდე ტალღის ზღვარზეა. რეგულაციების პრაქტიკულად მოხსნის ფონზე ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა მძიმდება. თუ კვირის შემაჯამებელ მონაცემებს დავეყრდნობით, 28 ივნისიდან დღემდე „კოვიდ-19“ 2 600-მდე ადამიანს დაუდასტურდა, რაც ნიშნავს, რომ წინა კვირის სტატისტიკა გაორმაგებულია და დღეში საშუალოდ 350 ახალი შემთხვევა ვლინდება. ბოლო თვეების განმავლობაში დღიური მაჩვენებელი 80-100-ის ფარგლებში მერყეობდა. ინფიცირებულთა რაოდენობის მატება აისახა ჰოსპიტალურ სექტორზეც, გართულებების გამო მიმართვიანობა გაზრდილია. ზოგიერთ კლინიკას კი, სადაც მუშაობის ჰიბრიდული რეჟიმი მოქმედებს, კოვიდ-საწოლების დამატება უწევს. საქართველოში ძირითადად „ომიკრონის“ შტამის ორი სახეობა - B2 და B5 ცირკულირებს, რომლებიც გადადების მაღალი ხარისხით გამოირჩევა. მოქალაქეების მიმართ ეპიდემიოლოგების მთავარი მოწოდება ნიღბების ტარება და ვაქცინაციის ბუსტერ-დოზის გაკეთებაა.  ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - https://www.youtube.com/user/GeorgianPB/ ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

მსგავსი ვიდეოები