თიკა ჯამბურიას ტრიუმფალური დაბრუნება შოუ ბიზნესში და კლიპის პრემიერა

27.07.2018 02:46

იმაზე საუბარი, რომ ქართულ შოუბიზნესს აყვავების ხანა დაუდგა, აღარც კი ღირს, რადგან ყველაფერი ნათლად ჩანს. ქართველი მომღერლები მუდმივად სიახლეებს გვთავაზობენ. ზოგჯერ ვიგებთ, რომ სიმღერა ჩაწერეს, ზოგჯერ ვიგებთ, რომ ვიდეო-რგოლი გადაიღეს, ზოგჯერ კი ვიგებთ, რომ სოლოკონცერტისთვის ემზადებიან. მოკლედ, ქართულ შოუბიზნესში გამოცოცხლების პერიოდი დადგა. ამის ერთ-ეთი დასტური კი თიკა ჯამბურიას ახალი სიმღერა და ვიდეო-რგოლია. შეიძლება ვთქვათ, რომ კარიერული თვალსაზრისით, თიკას რამდენიმეწლიანი პაუზა ჰქონდა აღებული, თუმცა, დაბრუნება სწორედაც რომ ასეთი უნდა. მან უცხოურენოვანი სიმღერა, სახელწოდებით Sunshine ჩაწერა, ვიდეო-რგოლიც გადაიღო და მსმენელს კარგი პროდუქტიც შესთავაზა. ბუნებრივია, როდესაც ჰიტებთან გვაქვს საქმე, იქ რადიო „ფორტუნა პლუსი“ ექსკლუზივებს არავის უთმობს და ამჯერადაც, მომღერლის ახალი სიმღერის პრემიერა რადიოჰოლდინგ „ფორტუნას“ერთ-ერთ რადიოსადგურში, „ფორტუნა პლუსში“ შედგა. ________________________ Official Site - http://www.musicbox.ge/ MyVideo - http://www.myvideo.ge/?user_id=921478 Facebook - https://www.facebook.com/MusicBoxGeorgia Twitter - https://twitter.com/#!/musicboxge #MusicBox #News #სიახლეები

გაზიარება: