12 მაისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური პროექტის TourMode მონაწილეები ფშავს ესტუმრნენ. პროექტის მონაწილე 140-მდე სტუდენტს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი გიგა ზედანია ვაჟას შესახებ ესაუბრა; ხოლო, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტურიზმის ცენტრის მოწვეულმა ლექტორმა გიგი ყუფარაძემ წაუკითხა ლექცია სათავგადასავლო ტურიზმის შესახებ. ''TourMODE – ტურისტული სააგენტოს მოდელირება' საგანმანათლებლო პროექტია, რომელსაც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტი 2017 წლიდან ახორციელებს ილიაუნის ბიზნესის სკოლისა და მასთან არსებული ტურიზმის ცენტრის ხელშეწყობით. ვრცლად ინფორმაცია პროექტზე ხელმისაწვდომია ბმულზე: http://bit.do/eSheH #TourModeFamily