ახალი რეალობა ავღანეთში

ავღანეთის აეროპორტში ქაოსის შედეგად, ხუთი ადამიანი დაიღუპა. გავრცელებული ინფორმაციით, ორი მათგანი აფრენილი თვითმფრინავიდან ჩამოვარდა. ისინი ქვეყნის დატოვებას საჰაერო ხომალდის გარე ნაწილებზე დასხდომით ცდილობდნენ. კიდევ სამი ადამიანი ჭყლეტაში მოჰყვა. აშშ-ი, ბრიტანეთი და სხვა ქვეყნები ავღანეთიდან საკუთარი მოქალაქეებისა და ავღანელების ნაწილის ევაკუაციას განაგრძობენ. ავღანეთში შექმნილ მდგომარეობას, ცოტა ხნის წინ ჩინეთის საგარეო უწყებაში გამოეხმაურნენ და განაცხადეს, რომ ელოდებიან „თალიბანის“ დაპირების შესრულებას და ავღანეთში მშვიდობის დამყარებას. ავღანელები დღეიდან ახალ რეალობაში აღმოჩდნენ. ქვეყანაში ამერიკელი სამხედროების შესვლიდან 20 წლის შემდეგ, მოძრაობა „თალიბანმა“ ქვეყნის დედაქალაქი დაიკავა და ომი დასრულებულად გამოაცხადა. „თალიბების“ ქაბულში შესვლას დედაქალაქში ქაოსი მოჰყვა, უცხოელები და ადგილობრივების ნაწილი აეროპორტისკენ დაიძრნენ. მათ ქვეყნის დატოვება სურდათ. ქაბულის აეროპორტს ამჟამად აშშ-ის სამხედროები აკონტროლებენ. 60-მა ქვეყანამ ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც ისინი მოუწოდებენ „თალიბებს“, უფლება მისცენ ავღანელებს ქვეყანა უსაფრთხოდ დატოვონ. უკვე ცნობილია, რომ ავღანეთის პრეზიდენტმა, აშრაფ ღანიმ ქვეყანა დატოვა. ვრცელდება ცნობები, რომ დღეს დოჰაში მოძრაობა „თალიბანის“ წარმომადგენლებთან მოლაპარაკებები გაიმართება, სადაც ხელისუფლების მშვიდობიანად გადაცემის საკითხს განიხილავენ. დღესვე გაერო-ს უშიშროების საბჭო, ავღანეთში შექმნილ სიტუაციაზე საგანგებო სხდომაზე იმსჯელებს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - https://www.youtube.com/user/GeorgianPB/ ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

მსგავსი ვიდეოები