Командир роты Роман Грузин и его сын Георгий Гия ТВ СВ ДНР Выпуск 478
06/04/2015
Beso Mikava-ის
მიერ
დონეცკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ტელევიზია ,,Суть времени – ДНР,, ავრცელებს ვიდეოკადრებს, სადაც სეპარატისტების მხარეს მებრძოლი ქართველი მამა-შვილის რომანისა და გიორგის (გიას) ინტერვიუა აღბეჭდილი…
ინტერვიუში რომანი (მამა), რომელიც ასეულის მეთაურადაა დასახელებული და გვარი არ სახელდება, აცხადებს, რომ მის ასეულში აზერბაიჯანელები აფხაზები და სხვა ეროვნების ადამიანები არიან და ისინი როგორც საბჭოთა პერიოდში ძმურად, მეგობრულად არიან ერთმანეთთან და ებრძვიან უკრაინელებს… მისი განცხადებით ახლა რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობები ლაგდება…. მისი აზრით ეს ურთიერთობები ორ ქვეყანას შორის ყოველთვის მეგობრული იყო და ,,კავკასიაში რუსეთს ყოველთვის სიხარულით ხვდებოდნენ,,.
,,სააკაშვილმა, რომელიც გაღმა მხარეს (იგულისხმება უკრაინაში – რედ.) მრჩევლად დანიშნეს, საქართველოს მთელი დარჩენილი ნაწილი ამერიკელებს მიყიდა… და ის მათხოვრული ლუკმა რაც ამის გამო მიიღო, გამოიყენეს იმისთვის რომ მხოლოდ პოლიციას და ჯარს ჰქონოდა ნორმალური ხელფასი… ,, აცხადებს რომანი, რომელიც მისი ნათქვამის ფონზე პარადოქსულ ფაქტსაც ყვება იმის შესახებ, რომ საქართველოში მას არც ოსეთში არც აფხაზეთში არ უომია, მაგრამ ის სამოქალაქო ომში შევარდნაძის წინააღმდეგ ეროვნული ხელისუფლების მხარეს იბრძოდა და გვარდიის უფროსი ლეიტენანტის წოდებაც ჰქონდა…
http://www.timer.ge/?p=27583