მწარე პოდკასტი, ეპიზოდი 75. ბურგუნდიელი არგონავტები საქართველოში

03/14/2023
Bitter Podcast-ის მიერ

მოიწონეთ და გამოიწერეთ არხი - like and subscribe our channel
▶️თუ უსმენთ პოდკასტს, გსურთ დაეხმაროთ პროექტს სწრაფ განვითარებაში, პრემიუმ ანგარიშის ჩართვაში, ტექნიკურ უზრუნველყოფასა და ხარისხის გაუმჯობესებაში, „მწარე პოდკასტის\" მხარდაჭერა შეგიძლიათ აქ:
საქართველოს ბანკი: GE23BG0000000181160700 (მიმღები: ხოფერია ნიკა)
PAYPAL @bitterpodcast (Nika Khoperia)
--------------------------------------------------------------------------
„მწარე პოდკასტის\" 75-ე ეპიზოდში, XV საუკუნის ისტორიის ერთ საინტერესო ეპიზოდზე, ბურგუნდიელი ადმირლის ჟოფრუა დე ტუაზის ქართულ თავგადასავალზე ვისაუბრეთ. როგორი პოლიტიკური მდგომარეობა იყო XV საუკუნის დასავლეთ ევროპაში; რატომ იბრძოდა ბურგუნდია ასწლიან ომში საფრანგეთის წინააღმდეგ; რა პოლიტიკური მიზეზი იმალებოდა ბურგუნდიელთა გულმხურვალე ჯვაროსნული ინტერესების მიღმა; ვინ დააარსა „ოქროს საწმისის\" ორდენი; ვინ იყვნენ ჟოფრუა დე ტუაზი და ვალერან დე ვავრინი; რა ესაქმებოდა საქართველოს სანაპიროებზე ბურგუნდიულ გალერათა მეთაურს; რა ბედი ეწია ჟოფრუა დე ტუაზს საქართველოში; როგორ დაუკავშირდა დე ტუაზის თავგადასავალი არგონავტების მითს; როგორი ხომალდები ყავდათ და იყენებდნენ თუ არა ცეცხლსასროლ იარაღს ბურგუნდიელები; რამდენი ისტორიული წყარო გვაქვს ამ მოვლენის შესახებ და რა ინფორმაციას გვაწვდიან ისინი საქართველოს შესახებ - ამ და სხვა საინტერესო ამბებს, პოდკასტში მოისმენთ.
პოდკასტის სტუმარია, ისტორიკოსი, ბექა კვაჭაძე.

პოდკასტში ნახსენები სტატიები:
ბექა კვაჭაძე, Ბურგუნდიის საჰერცოგოს ფლოტილიის საქართველოზე თავდასხმის გარემოებები https://bit.ly/3FmBlQE
მამუკა წურწუმია, საქართველოში ცეცხლსასროლი იარაღის გამოჩენის საკითხისათვის
https://bit.ly/42c2vDx

ვიდეოები „Bitter Podcast"-ისგან