ტელეკომპანია „მეგა ტვ“-ს ქუთაისის 33-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები სტუმრობდნენ


📌 გამოგვყევით Youtube-ზე http://bit.ly/M3GAtv 👈

ტელეკომპანია „მეგა ტვ“-ს ქუთაისის 33-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები სტუმრობდნენ. ჟურნალისტიკის კლუბის მე-5 კლასის მოსწავლეები ტელევიზიისა და ჟურნალისტების მუშაობის სპეციფიკას გაეცნენ და დაათვალიერს სტუდიები. „მეგა ტვ“-ს მენეჯერი ნანი თოშხუა ბავშვებს ჟურნალისტიკისა და ჟურნალისტის როლის მნიშვნელობაზე ესაუბრა. მოსწავლეებმა გამოთქვეს თავიანთი მოსაზრებები თუ რა არის მათთვის ჟურნალისტიკა. ბავშვებმა ასევე ისაუბრეს, თუ რა პროფესიები სურთ მომავალში აირჩიონ. „ჟურნალისტიკის კლუბს“ ქუთაისის 33-ე საჯარო სკოლაში პედადგოგი მაკა ჩილინჯიშვილი ხელმძღვანელობს.

ვიდეოები „Mega TV - ტელეკომპანია მეგა"-ისგან