Gaz Group

01/20/2019
Gaz Group-ის მიერ

http://gazgroup.ge

შპს ,,გაზგრუპი“

კომპანია შპს ,,გაზგრუპი“ საქართველოს ბაზარზე გამოჩნდა 2016 წლიდან.
თბილისის ერთ-ერთ ძველ და პრესტიჟულ უბანში ეწევა სამშენებლო საქმიანობას.

საკმაოდ დიდი ინვესტიციები ჩაიდო კომპანიის მიერ მშენებლობის სექტორში. კომპანიას უკვე აქვს დასრულებული მშენებლობა ნაძალადევში, ც.დადიანის 265/267-ში, ასევე ამ ტერიტორიაზე აქვს მიმდინარე 2 კორპუსის მშენებლობის პროექტი, სამომავლოდ კომპანია შპს ,,გაზგრუპი“ გეგმავს თბილისის სხვა პრესტიჟულ უბნებში ინვესტიციის ჩადებას.

მისია
შპს ,,გაზგრუპის“ მისიაა ნებისმიერი სირთულის პროექტისა და სამშენებლო სამუშაოს მაღალხარისხიანად და უსაფრთხოდ შესრულება, ნებისმიერ დროსა და ნებისმიერ გარემოში, მკაცრად გაწერილ ვადებში, ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ.

ხედვა
შპს ,,გაზგრუპის“ ხედვაა შეინარჩუნოს და განავითაროს მოწინავე პოზიციები მის საქმიანობაში, როგორც ინფრასტრუქტურის განვითარების სფეროში საიმედო და მაღალი რეპუტაციის მქონე კომპანიამ.

ღირებულებები

ხარისხის სტანდარტები და გარემოსთან დაკავშირებული პოლიტიკა

ჩვენ ვახორციელებთ კლიენტებზე მორგებულ პროექტებს – დიზაინიდან დაწყებული, მშენებლობით დამთავრებული;

ჩვენთვის პრიორიტეტულია ცხოვრების მაღალი ხარისხის შექმნა და საზოგადოების სურვილების დაკმაყოფილება;

ჩვენი პროექტების თითოეულ საფეხურზე ჩვენ ვამუშავებთ ინსპექტირების
მექანიზმებს, რაც შესაძლებლობას იძლევა პროექტები განვახორციელოთ მინიმალური ცდომილებებით და უსაფრთხოების კრიტერიუმების მკაცრი დაცვით;

ჩვენი პროექტების შემუშავება ხდება მაღალი ტექნოლოგიების მეშვეობით, რაც შესაბამისობაშია სამშენებლო ზედამხედველობისა და გეოლოგიური სახის შესაბამის სამართლებრივ რეგულაციასთან;

ხარისხის კონტროლი ხორციელდება ტექნიკური კონსულტანტების მიერ სამშენებლო ადგილებზე და ლაბორატორიებში ექსპერტიზის ჩატარების გზით;

ჩვენ ვიყენებთ უმაღლესი ხარისხის სამშენებლო მასალებს;

ჩვენ ვიყენებთ ხმისა და თბოიზოლაციების თანამედროვე ტექნოლოგიურ მიღწევებს;

გარემოს დაცვა ჩვენი უმთავრესი ამოცანაა;

ვიცავთ გარემოს დაცვის საერთაშორისო სტანდარტებს პროექტირებისა და მშენებლობისას;

ვაფასებთ რისკებს და მზად ვართ მაქსიმალურად შევამციროთ გაუთვალისწინებელი მოვლენები;

ვზრუნავთ მომავალი თაობებისათვის თანამედროვე და სასიამოვნო გარემოს შექმნაზე;

ღირებულებებია: მაღალი ხარისხი, უსაფრთხოება და გარემოს დაცვა; სამუშაოების გაწერილ ვადებში შესრულება; გამჭვირვალობა, ანგარიშვალდებულება და დისციპლინა; თანამშრომლებისთვის კარგი სამუშაო პირობების შექმნა, ურთიერთპატივისცემისა და ნდობის განმტკიცება.

ჩვენი მშენებლობის მაღალ ხარისხს უზრუნველყოფენ საქართველოში არსებული წამყვანი კომპანიები:

ვიდეოები „Gaz Group"-ისგან