მაძუკატო: მოდით ვნახოთ რეალურად რა მოხდა სილიკონ ველში

12/08/2016
European. ge-ის მიერ

►სასექსის უნივერსიტეტის ინოვაციებისა და ეკონომიკის პროფესორი Mariana Mazzucato გახლავთ \"როკსტარი\" ეკონომისტი. ის საუბრობს Silicon Valley-სა და ინოვაციების წარმატებულ მაგალითებზე:

► \"თუ ჩვენ გვინდა სილიკონ ველი ევროპაში, წამოდით და ვნახოთ რა მოხდა რეალურად სილიკონ ველში.

იდეა გახლდათ შემდეგი: თუ თქვენ გინდათ მეტი 'გუგლი', თქვენ გჭირდებათ 'მეტი სახელმწიფო', მაგრამ გასაანალიზებელია ზუსტად რა როლი შეასრულა სახელმწიფომ. მისი როლი არ გულისხმობდა მხოლოდ 'მოდი შევქმნათ გარემო ინოვაციებისთვის' და კონკრეტული ინფრასტრუქტურის მშენებლობას. მაგალითად, ეს გულისხმობდა სახელმწიფოს მხრიდან ნანო ტექნოლოგიებზე ფიქრს, ვიდრე ბიზნეს სექტორი საერთოდ იოცნებებდა მასზე. ეს გულისხმობდა ბიოტექნოლოგიებზე ფიქრს, ვიდრე ბიზნეს სექტორი იოცნებებდა მასზე. სახელმწიფოს დაფინანსებაზე მყოფი მეცნიერები, რომლებიც ასოცირდებოდნენ აშშ-ის 'ნაციონალური მეცნიერების ფონდთან' (NSF) და 'ჯანდაცვის ეროვნულ ინსტიტუტთან' (NIH) ყველაზე ადრე ფიქრობდნენ თუ როგორ იყო შესაძლებელი ბიოტექნოლოგიური ინდუსტრიის ტრანსფორმაცია.

ნუ ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ინტერნეტი თავდაცვის სახელმწიფო სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული კვლევებით შეიქმნა.

როდესაც მასშტაბური და წარმატებული განვითარების ისტორიებს ჩახედავ, მიხვდები რომ სახელმწიფოს არ ჰქონია მხოლოდ ბაზრების ჩავარდნის აღმოფხვრის ფუნქცია, არც მხოლოდ ბაზრისთვის შესაბამისი გარემოს ფორმირებაზე ყოფილა პასუხისმგებელი, არამედ ის ყოველთვის იდეურად ლიდერობდა ბაზარზე, აწვდიდა ბაზარს სიახლეებს, დაფინანსებას და ჩვენ ჯერ კიდევ არ გვაქვს შესაბამისი სიტყვები ეკონომიკაში, რათა სრულყოფილად აღვწეროთ ეს პროცესი.\"

სრული ინტერვიუ: http://bit.ly/1TBv585