მზადება შიდაპარტიული არჩევნებისთვის

2 თვის წინ

გუშინ გვიან ღამით დასრულდა „ნაციონალურ მოძრაობაში“ საარჩევნო სამუშაო ჯგუფის შეხვედრა. სხდომაზე დადასტურდა, რომ პარტიის თავმჯდომარის არჩევნები სრულად ელექტრონულად გაიმართება და ხმის მიცემის პროცესი, სავარაუდოდ, „ფეისბუქის“ საშუალებით წარიმართება. ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის სათავეში ყოფნის სურვილი ნიკა მელიამ, ლევან ხაბეიშვილმა და გიორგი მუმლაძემ გამოთქვეს. სამუშაო ჯგუფი მუშაობას აგრძელებს და საორგანიზაციო საკითხებზე მსჯელობის შემდეგ გადაწყდება ისიც, როგორ მოხდება კანდიდატების რეგისტრირება, კონკრეტულად ვის ექნება ხმის მიცემის და არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - https://www.youtube.com/user/GeorgianPB/ ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან