ვატო შაქარიშვილის განცხადება

საბურთალოს მაჟორიტარობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა ვატო შაქარიშვილმა ყოფილი კორტების ტერიტორიაზე ბრიფინგი გამართა და ტერიტორიის განვითარების სტრატეგია წარადგინა. მისი თქმით, იმისათვის, რომ საბურთალო გახდეს ჯანსაღი უბანი, ამ ადგილას ახალი სპორტული რეკრეაციული სივრცე უნდა მოეწყოს, რაც რეალური ნაბიჯი იქნება ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობისთვის. შაქარიშვილის განცხადებით, სპორტული კომპლექსი უნდა იყოს ყველასათვის ხელმისაწვდომი, მრავალშვილიან და სოციალურად შეჭირვებულ ოჯახებს კი, მუნიციპალური ბიუჯეტით უნდა დაუფინანსდეთ ვაუჩერები ან აბონემენტები. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - https://www.youtube.com/user/GeorgianPB/ ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

მსგავსი ვიდეოები