ნატო-ს სამხედრო-საზღვაო სწავლება


დღეს ბალტიის ზღვაში ნატო-ს ყოველწლიური სამხედრო-საზღვაო სწავლება იწყება, რომელშიც ალიანსის 14 წევრთან ერთად შვედეთი და ფინეთიც მონაწილეობენ. როგორც ნატო-ს განცხადებაშია აღნიშნული, სამხედრო სწავლება 17 ივნისამდე გაგრძელდება და მასში შვიდი ათასზე მეტი მეზღვაური, მფრინავი და საზღვაო ქვეითი მიღებს მონაწილეობას. მანევრებში ჩართულია 75 თვითმფრინავი და 45 ხომალდი. ბალტიის ზღვაში ნატო-ს სწავლება 1972 წლიდან ტარდება. როგორც წვრთნების დაწყებამდე სტოკჰოლმში მყოფმა ამერიკელმა გენერალმა მარკ მილიმ განაცხადა, ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანება ნატო-ში, რუსეთს ბალტიის ზღვაში რთულ სამხედრო მდგომარეობაში ჩააგდებს.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან