კახური მწვადი: კულინარიული რჩევები
კახური მწვადი: არჩილ კვირიაშვილის რჩევები
ქართული სამზარეულოს მშვენება, კახელების საამაყო კერძი და რთველის განუყრელი ატრიბუტი. ალბათ სირცხვილიცაა ამის რეცეპტის დაწერა იმდენად მარტივია და იმდენად გენეტიკაში გვაქვს ქართველების მისი სწორად მომზადება. ალბათ იმიტომ, რომ გვინდა არ გვინდა, ბავშვობიდან ვუყურებთ ამ პროცესს, როგორ ამზადებდნენ ჩვენი მამები სამწვადე ხორცს, როგორ აბასტურმებდნენ ახალ დაკლული ღორის ხორცს მარილში, პილპილსა და ხახვში, ხანდახან ცოტა ღვინოსაც მოასხამდენ და დაფნის ფოთოლსაც ჩააყოლებდნენ წინა საღამოს. მეორე დღეს კი უკვე სხვა სურნელმიღებულ ხორცს შამფურებზე წამოგებდნენ და წალმის ნაკვერჩხალზე ააშიშხინებდნენ. მერე კი ცვრიან მწვადებს შოთი პურით ჩამოასუფთავებდენ დიდ თასში, ალყა-ალყა დაჭრილ ხახვს მოაყრიდნენ, ბროწეულის წვენსაც მოაწურავდენ, ერთი კარგად აანჯღრევდნენ და სრული ნეტარებაც გარანტირებული იყო. უუუფ, ნერწყვი მომადგა. წალამისა და რთველის რა მოგახსენოთ, მაგრამ არჩილ კვირიაშვილის მწვადი შესანიშნავი გამოვიდა!
მწვადი ღორის ხორცის ინგრედიენტები
• 1 კგ ღორის ხორცი (ცოტა ცხიმი რომ ქონდეს კარგია, მცვადი უფრო ცვრიანი გამოდის)
• 1 თავი მოზრდილი ყვითელი ხახვი (ისე წითელიც მოუხდება), ნახევარი ჩასაბასტურმებლად, ნახევარი უკვე შემწვარზე მოსაყრელად
• პილპილი და მარილი გემოვნებით
• 1 ცალი ბროწეული
მომზადების წესი
• მოვამზადოთ ხორცი წინა საღამოს_დავჭრათ საშუალო ზომის ნაჭრებად და ჩავყაროთ მინის ან მინანქრის თასში
• დავჭრათ ხახვი ალყა-ალყა
• დაჭრილ ხორცს მოვაყაროთ მარილი, პილპილი, ხახვი, კარგად ავურიოთ
• დავაფაროთ თავსახური და შევდგათ მაცივარში
• მეორე დღეს ხორცი წამოვაცვათ შამფურებზე და შევწვათ (თუ წალამი და ნაკვერჩხალი მოგეპოვებათ, ხორცს აბსოლიტურად სხვა არომატი აქვს, თუ არა გრილსაც არა უშავს)
• შემწვარი ხორცი მოვათავსოთ სუფთა ჯამში, მოვაყაროთ დაღილი ხახვი, მოვაწუროთ ბროწეულის წვენი, კარგად ავურიოთ და გემრიელად მივირთვათ შავ ღვინოსთან ერთად.
მწვადის შეწვაში არჩილს ეხმარებოდა ზურა ყალაბეგაშვილი, Khvicha Samadashvili კი მომდგარი ნერწყვით იღებდა კადრებს)))))))))))))))
misha robaqidze-ის სხვა ვიდეოები
თბილისი. იშვიათი წიგნები და ალბომები. საღამო “ბუკი...
Тбилиси. Проспект Руставели и его окрестности. Хра...
90 იანი წლების თბილისი
მინიატურული მოდელების მაღაზია “მინიმა”. თბილისი. ტ...
Тбилиси. Вечерняя прогулка по городу. С Авлабара в...
თბილისი. ვაკე. ჭავჭავაძის 22 ნომერი. რა ხდება შუაღ...
Тбилиси. Авлабар- Ортачала- Крцаниси- Шиндиси- пар...
Тбилиси. Отель “WINE PALACE”. Оазис комфорта, уюта...
მსგავსი ვიდეოები
კახური მწვადი
ivane charbadze
კახური მწვადი და ჯიგარი ბადექონში. ხვიჩა სამადაშვილის განთქმ...
misha robaqidze
კახური მწვადის არომატი
კახური მწვადი #კაცივიციკუხნაში #მსუყე #BanGბიჯო
JENGO
ეპიზოდი: 1 - პიკანტური მწვადი ფორთოხლის ცედრით
GASTROHUB - გასტროჰაბი
შობის ტრადიცია..ღორის დაკვლა,გასუფთავება.მწვადის შეწვა..სუფრ...
all interesting
მწვადი ვიცი მე ასეთი
Ilia Matiashvili
გურმანია - ჯიგრის ყაურმა კახურად და გულ-ღვიძლისგან მომზადებუ...
გურმანია