Ledboard

10/24/2013
GIGA K-ის მიერ

EOS ჯგუფი წარმოგიდგენთ ინოვაციურ პროდუქტს ქართულ ბაზარზე. LED დაფა წარმოადგენს კომუნიკაციის ეფექტურ და კრეატიულ საშუალებას თქვენი ბიზნესისათვის. ეგრეთწოდებული Lightbox - ისა და ცარცის Blackboard - ისგან განსხვავებით LED დაფა წარმოაჩენს თქვენს შეტყობინებას უფრო ეფექტურად და მიმზიდველად. თქვენ შეგიძლიათ ლედ დაფა გამოიყენოთ შეტყობინებისათვის ნებისმიერი შეთავაზების ან ღონისძიების შესახებ. შესაძლებელია ეს იყოს მილოცვა განსაკუთრებულ დღესთან დაკავშირებით ან უბრალოდ მენიუ. ყველაფერი დამოკიდებულია თქვენს კრეატიულობაზე.
LED დაფაზე სპეციალური მარკერების გამოყენებით შეგიძლიათ განათავსოთ ნებისმიერი ტექსტი ან/და ნახატი. დაფა უზრუნველყოფს თქვენის შეტყობინების განათებას სხვადასხვა ფერსა და რეჟიმში, რასაც თქვენ დისტანციურად, პულტის საშუალებით დაარეგულირებთ. ნებისმიერ დროს შესაძლებელია არსებული შეტყობინების მარტივად წაშლა და ახალი შეტყობინების განთავსება. თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ახალი ფერები კვირის სხვადასხვა დღეებში. დაფა ძალზე მსუბუქია. მარტივია მისი ტრანსპორტირება და შესაძლებელია მისი გამოყენება ყველგან,- კაფეებში, ბარებში, კლუბებში, რესტორნებში, სკოლებში თუ გამოფენებზე...მისი გამოყენების შესაძლებლობები უსასრულოა.
  / ledboards

ვიდეოები „GIGA K"-ისგან