ოპოზიციური სპექტრი ნიკა გვარამიას დაკავების შემდეგ ერთიან სამოქმედო სტრატეგიაზე მუშაობას განაგრძობს

ოპოზიციური სპექტრი ნიკა გვარამიას დაკავების შემდეგ, ერთიან სამოქმედო სტრატეგიაზე მუშაობას განაგრძობს. დეპუტატები საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას პოლიტიკურ დევნად მიიჩნევენ და აცხადებენ, რომ ამ ნაბიჯის შემდეგ, საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მოპოვება გართულდება. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ კონსულტაციები ჯერ არ დასრულებულა და მათი გეგმა ეტაპობრივად გახდება ცნობილი, რომელიც დასავლელ პარტნიორებთან შეხვედრების გარდა, საპროტესტო აქციებსაც მოიცავს. მანამდე კი მათი ნაწილი დღეს დაანონსებულ, მედიის მხარდამჭერ აქციას უერთდება. „ნაციონალური მოძრაობის“ თქმით, ახლა ყველაზე სწორი გადაწყვეტილება მანდატების დატოვება და პარლამენტიდან გასვლაა, რასაც ოპოზიციაში აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - https://www.youtube.com/user/GeorgianPB/ ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

მსგავსი ვიდეოები