მესხები სწორ მხარეს - გვსურს ჩვენი ხმა თბილისში, ახალგაზრდებს გავაგონოთ
11/30/2024
მეცხრე არხი ახალციხე-ის
მიერ
მესამე დღეა ახალციხეში საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. რუსთაველის ძეგლთან, ქალაქის ცენტრში, ადგილობრივები თბილისში მიმდინარე მოვლენებს აპროტესტებენ. 30 ნოემბერს კი აქცია სახელწოდებით - აჯანყდი, ახალციხევ\" გაიმართა. აქციას ჟურნალისტები, საზოგადოებრივი ორგანიზაციის წარმომადგენლები, პენსიონერები და მასწავლებლები მართავდნენ. მოგვიანებით მათ პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები შეუერთდნენ და დედაქალაქში დაშავებულებს სოლიდარობა გამოუცხადეს.
28 ნოემბრიდან, თბილისსა და რეგიონებში, მოქალაქეების პროტესტი მოჰყვა მთავრობის გადაწყვეტილებას - საქართველომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი. ევროკავშირთან ურთიერთობის გაწყვეტის შესახებ, პრემიერ–მინისტრმა, 28 ნოემბერს, ევროპარლამენტის რეზოლუციის მიღების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ევროპარლამენტარებმა, რეზოლუციის ტექსტში ჩაწერეს, რომ პარლამენტი არ აღიარებს საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს მისი არადემოკრატიულობის გამო და ითხოვს პასუხისმგებელი მაღალჩინოსნების, მათ შორის ბიძინა ივანიშვილის, ირაკლი კობახიძის, ირაკლი ღარიბაშვილის, კახა კალაძისა და შალვა პაპუაშვილისთვისა და მოსამართლეების მიმართ სანქციების დაწესებას.
გამოგვყევი:
web: https://tv9news.ge/
facebook: / tv9news.ge
instagram: / tv9news_ge
ვიდეო წარმოადგენს www.tv9news.ge-ს საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა.
tv9news.ge