ტიტრების შემდეგ | პირველი ეპიზოდის ანონსი | სამოქალაქო ომი (სრული პოდკასტი Spotify-ზე)

28.04.2024 02:36

ლიტაგორას ახალი ვიდეოების სანახავად გამოიწერეთ არხი, შემდეგ კი დააჭირეთ ზარის ღილაკს. მოუსმინეთ პოდკასტს აქ 👇👇👇 https://shorturl.at/hCOQX ალექს გარლანდის "სამოქალაქო ომში" მოვლენები ამერიკაში ალტერნატიული რეალობის ფონზე ვითარდება. აქ ავტორი წარმოიდგენს სამოქალაქო ომამდე მისულ ქვეყანას. ალექს გარლანდის ნაწარმოები გამაფრთხილებელი და დამაფიქრებელი ფილმია, რომელიც პოლარიზაციის უკიდურესს მდგომარეობაზე მოგვითხრობს. ალექს გარლანდის ნაწარმოებს ლიტაგორას წამყვანი დათო ლობჟანიძე და გარემოს მეცნიერი გიორგი ცინცაძე ამ პოდკასტის ("ტიტრების შემდეგ") პირველ ეპიზოდში მიმოიხილავენ. პირველი ეპიზოდის სტუმარი, გიორგი ცინცაძე ნიუ-იორკის კორნელის უნივერსიტეტის (ბაკალავრი) და ჩიკაგოს უნივერსიტეტის (მაგისტრი) კურსდამთავრებულია. მისი კვლევითი საქმიანობა ცდილობს ეკოლოგიური წუხილები ძალაუფლებრივ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ პროცესებს დაუკავშიროს. "ტიტრების შემდეგ" არის პოდკასტი კინოს შესახებ, რომლის ფარგლებშიც მისი წამყვანი დათო ლობჟანიძე პატიჟებს სტუმარს კინოთეატრში ახალი ფილმის სანახავად და შემდეგ მასთან ერთად შთაბეჭდილებებს მიმოიხილავს. Thumbnail: სალომე ლეჟავა -------------------------------------------------------------------------------------- მეგობრებო, გვჯერა, რომ ყოველი მედიის დამოუკიდებლობის ხარისხს განაპირობებს დაფინანსების წყარო რომელიც ასეთ ორგანიზაციას ასაზრდოებს. პოლიტიკური და კორპორაციული გავლენის თავიდან ასაცილებლად ვცდილობთ შევქმნათ დამოუკიდებელი მედია, რომლის მიღწევა უშუალოდ აუდიტორიის დახმარების მეშვეობით არის შესაძლებელი. თუ გსურთ გახდეთ ლიტაგორას შემომწირველი და ხელი შეგვიწყოთ სარედაქციო პოლიტიკის დამოუკიდებლობის შენარჩუნებაში და ისეთი მასალების შექმნაში რომლებიც დაცული იქნება პოლიტიკური და კორპორაციული გავლენებისგან, დახმარების გაწევა დონაციის საშუალებით შეგიძლია (ქვემოთ მოყვანილ ანგარიშებზე). ამავდროულად, ლიტაგორას მასალები იყო და რჩება ხელმისაწვდომი და უფასო ყველასათვის. გზამკვლევი ჩვენი მხარდაჭერებისათვის: 5-დან 20 ლარამდე (Shout-out შემდეგი თვის პირველ ვიდეოში) 20-დან 50 ლარამდე (Shout-out + ლიტაგორას “სიახლეების ფურცელი” 3 თვის განმავლობაში) 50 ლარი და მეტი (Shout-out + “სიახლეების ფურცელი” 6 თვის განმავლობაში) *”სიახლეების ფურცელი” არის ლიტაგორას ყოველთვიური წერილი (newsletter), რომელიც არა მხოლოდ საინტერესო ამბებს და რჩევებს მოიცავს კულტურის სხვადასხვა სფეროდან, არამედ გაწვდით ინფორმაციას ჩვენი გეგმების შესახებ და ხშირ შემთხვევაში ჩვენს იუთუბ არხზე განსათავსებელი ვიდეობის წინასწარ ნახვის საშუალებასაც მოგცემთ. საქართველოს ბანკი: GE29BG0000000538341364 თიბისი: GE19TB7351736080100015 მიმღები: ააიპ ლიტაგორა დანიშნულება: დონაცია თუ უკვე ხართ ლიტაგორას შემომწირველი (დონაცია შეიძლება იყოს როგორც ერთჯერადი, ასევე ყოველთვიური), და გსურთ მიიღოთ დამატებითი მასალები ჩვენი საქმიანობიდან Newsletter-ის სახით, შეავსეთ ეს მცირე ფორმა http://eepurl.com/idbazT Facebook   / litagora   Instagram   / litagoramagazine   Web https://litagora.ge/

გაზიარება: