https://www.gfsis.org/ge/blog/view/970
შეიარაღებულ კონფლიქტში კიბერშეტევების გამოყენება სათავეს იღებს 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან. მიმდინარე სამხედრო ოპერაციის პარალელურად განხორციელებული მასირებული რუსული კიბერშეტევა შეიარაღებულ კონფლიქტებში კიბერსივრცის გამოყენების პირველი პრეცედენტია.
2007-2008 წლებში ესტონეთისა და ლიეტუვას წინააღმდეგ განხორციელებული DdoS კიბერშეტევები სადამსჯელო ოპერაციას და ერთგვარ პოლიტიკურ გზავნილს წარმოადგენდა, რომლის მიზანიც სამოქალაქო მღელვარებისა და მასობრივი არეულობის გამოწვევა იყო, თუმცა არ უკავშირდებოდა ამა თუ იმ სამხედრო ამოცანის შესრულებას და არც საომარი მოქმედებების ინფორმაციულ უზრუნველყოფას ემსახურებოდა.
იმავე 2008 წელს რუსეთ-საქართველოს ომში კიბერელემენტის - Defacement და DdoS შეტევების - გამოყენება უშუალოდ კონვენციური მოქმედებების კარგად ორგანიზებულ თანმხლებ პროცესს წარმოადგენდა, რომლის მიზანიც რუსეთის შეიარაღებული ძალებისათვის სამხედრო მიზნების შესრულების გაიოლება, საინფორმაციო ვაკუუმის შექმნა, ინფორმაციული უპირატესობის მოპოვება და კონფლიქტის შესახებ რუსული ნარატივის დამკვიდრება იყო.
მოგვიანებით, უკრაინაში მიმდინარე შეიარაღებული დაპირისპირებისას, რუსული კიბერშეტევები კიდევ უფრო გაძლიერდა: გარდა ტრადიციული შედეგებისა, რუსეთმა გამოიყენა მსხვილი მობილური ოპერატორების შესაძლებლობა აბონენტების ფარული მოსმენებისა და ფსიქოლოგიური ზემოქმედებისათვის, მოპოვებული მონაცემებით ადგილმდებარეობისა და საარტილერიო დარტყმის კოორდინატების განსასაზღვრად. 2015 წელს რუსეთის მიერ ორგანიზებულმა კიბერშეტევამ გამოიწვია კინეტიკური ეფექტი: თავდასხმისას მაღალტექნოლოგიური მალვეარის გამოყენებამ მწყობრიდან გამოიყვანა უკრაინული ენერგოსისტემის ნაწილი.
თანამედროვე კონფლიქტებში რუსეთის მიერ განხორციელებული კიბეროპერაციების ტრანსფორმაციის შესასწავლად საინტერესოა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში გამოყენებული კიბერშეტევების ხასიათის, ქრონოლოგიისა და შედეგების მინიმიზაციისკენ მიმართული ღონისძიებების რეკონსტრუქცია.