1

07/03/2024

პაციენტთა დარღვეული უფლებები - ჯანდაცვის სფეროში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაცია ცალკეულ საავადმყოფოებში მოქალაქეთა ინფორმირებულობის წესის იგნორირების მზარდ ტენდენციაზე მიუთითებს. იგულისხმება მკურნალობის ალტერნატიული მეთოდებისა და შესაძლო გართულებების შესახებ დოკუმენტაცია, რომელიც ცალკეული სამედიცინო მომსახურების მიღებამდე თუ ქირურგიულ ჩარევამდე, პაციენტთან უნდა გაფორმდეს. თუმცა, მონიტორინგი აჩვენებს, რომ ხშირ შემთხვევაში, პროცედურას ფორმალური ხასიათი აქვს. ამ დასკვნამდე არასამთავრობო ორგანიზაცია პაციენტების გამოკითხვის შემდეგ მივიდა.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.