მამუკა აბხტაძემ ეკონომიკის ახალი მინისტრი ოფიციალურად წარადგინა

04/19/2019
Maestro Television-ის მიერ

პრემიერი დარწმუნებულია, რომ ნათია თურნავა \"ამბიციურ და ძალიან მკაცრ\" დავალებებს თავს წარმატებით გაართმევს. მისი თქმით, ეკონომიკის ახალ მინისტრს ქვეყანაში არსებული სოციალური მდგომარეობის სწორი აღქმა აქვს. სამაგიეროდ აწ უკვე ყოფილ მინისტრთან, გიორგი ქობულიასთან დაკავშირებით მთავრობის მეთაურის შეფასება დღეს ასეთი იყო - თუ რომელიმე მინისტრი იმ ტემპს ჩამორჩება, რაც აუცილებელია იმისთვის, რომ საზოგადოებას დაპირებული შედეგი ვაჩვენოთ, გადაწყვეტილება არ დააყოვნებს. მინისტრების მუშაობის შედეგებთან მიმართებაში პრემიერი გეგმავს მომავალში ციფრებით იხელმძღვანელოს. რა ციფრები ვერ უზრუნველყო გიორგი ქობულიამ და რა დავალებები მიიღო ახალმა მინისტრმა - გიორგი ხუხია გვიერთდება შეფასებებით.

Facebook: https://bit.ly/2IqEzpx
Instagram: https://bre.is/px2j78UIi

ვიდეოები „Maestro Television"-ისგან