ბორჯომში ორ ჰექტრამდე ტყე იწვის

ბორჯომში, ეროვნულ პარკში ცეცხლი წიწვოვან ტყეს უკიდია. ხანძრის კერა ცენტრალური გზიდან დაახლოებით, 4 კმ.-შია. რთული რელიეფის გამო, ადგილზე სახანძრო ტექნიკა ვერ მიდის. მეხანძრე-მაშველებთან ერთად, ცეცხლის კერასთან დაცული ტერიტორიების სააგენტოს რეინჯერები მუშაობენ. ბორჯომის მერის დავით ზაალიშვილის თქმით, ხანძარი ორ ჰექტრამდე ფართობზეა გავრცელებული. ვერტმფრენმა ცეცხლის ლოკალიზება შეძლო, ახლა ტერიტორიას მეხანძრე-მაშველები ხელით ამუშავებენ.

მსგავსი ვიდეოები