#თამარისსაფლავი #კაბენისმონასტერი # • კაბენის მონასტერი | Das Kabeni Kloster
\"თამარ მეფის საფლავი\"- ს ხალხური ლექსის მიხედვით წმ. მეფე თამარის ცხედარი უნდა იყოს კაბენის მონასტერში დაკრძალული.
მ ა ტ ი ა ნ ე გვამცნობს
„კიკეთს ქუეითს ხევსა შინა არს მონასტერი კაბენისა... აღაშენა მეფემან თამარ“
„ტფილისიდან თორმეტ ვერსზედ მოშორებით მდებარეობს მთიანი ადგილი, რომელსაც ეწოდება აზელი ანუ კოჟორი, რომლის ახლო ტყის ნაპირას დღესაცა დგა თითქმის დაუქცეველი ციხე. ამ ციხის კვალადა ხლო არის ხეობა, რომელსაც ჰყოფს, ორ ნაწილად პატარა მდინარე ასურეთი, აქ ამ ხეობაში მოგზაურმა რომ გაიაროს ნახავს ერთსა მონასტერსა. ვახუშტი თავის გეოგრაფიაში უწოდებს კაბენისა მონასტერსა.
ძველნი ქართველნი მეოთხეს საუკუნეში განათლებულნი სახარებითა, დიდის სიყუარულით და სარწმუნოებით მიდიოდნენ წმინდა ალაგების როგორც სანახავად, ისე სალოცავად საბერძნეთში და პალესტინაში. აქ, რასაც ხედავდნენ ღირს სახსოვრად გადმოჰქონდათ თავიანთ ქრისტიან სამშობლოში დიდის სარწმუნოებით, არა თუ აშენებდნენ იმ გვართა ეკლესიებსა რა გვართაცა ხედავდნენ იქ, იმ წმინდა ეკლესიესს საკელებსაც არქმევდნენ საქართველოში აღშენებულთ ეკლესიებსა. ამ სახით აღშენდნენ საქართველოში ის ეკლესიები, რომელსაცა დღესაც ეწოდებათ სიონი, ანტიოქე, გეფსიმანია, ბეთლემის ეკლესია და სხუანი. ამ გვარად აღშენდა კაბენის მონასტერიცა, ეს სახელ წოდება არუს სირიაში ერთსა მონასტერსა, სადაცა იბუა იოანე ოქროპირი. თვითან იმ მდინარისთვისაც რომელიცა ჩამოუდის ამ მონასტერსა დაურქმევიათ ასურეთი - ეს მდინარე ასურეთი იმ ასირიის მონასტერსაც ჩამოუდის გვერდზედ. ყველა ქართველი, ვინც კი ყოფილა ამ მონასტერში იმ მდინარეს უწოდებს ასურეთად და თვითონ ვახუშტიც ამ წოდებით მოიხსენიებს თავის გეოგრაფიაში.
უპირველესი ეკლესია აღშენებულია ღუთის მშობლის მიძინების სახელზედ. კედლები განახლებულნი თამარის დროს, დღესაც შეურყეველად დგანან. გუმბათი ნახევარი დაქცეულია თვრამეტის საუკუნის ნახევარში. ამ ეკლესიის არხიტეკტურა წარმოგვიდგენს იმ დროს დიდს ხელოვნებასა. ქუებზედ გამოქანდაკებულნი არიან დიდ ხელოვნურად ჯვრები, მართლად და დიდხელოვნებით არის გამოყვანილი ამ მონასტრის ქვის ჩუქურთმები, ყველაზედ მეტი ხელოვნება ნახმარია ორი ქვის ფანჯრებზედ, საიდამაც საკმაოდ დასცემს ნათელი ეკლესიის შუაგულსა, შიგნით კედლები მხატვრობით სავსეა, სადაც თითქმის ყველგან ზედწარწერა აქუსთ, როგორც ქართულს, ისე ბერძნულს ენებზედ, მაცხოვრის, თორმეტის მოციქულის მხატვრობა დღესაც კაფიათათა სჩანან, სილვესტრო ეპისკოპოზი, რომლისგან ნათელი იღო დიდმან კონსტანტინემ გამოხატულია აგრეთვე კაფიეთად, რომლის ქვემოთ ზედწარწერაც არის.
იქვე დახატულია იოანე ნათლის მცემელი, რომელსაც აგრეთვე აწერია, თავისაგანვე წარმოთქმული სახარებიდგან - „აჰა ეხერა, ცული ჰსძეს ძირთა ხეთასა.“
დასავლეთს მხრივ, აშენებულია კიდევ სხუა პატარა ეკლესია წმინდა სვიმეონის სახელობაზედ; ეს ეკლესია აშენებულია თამარის მეფობის დროსა, ამ ეკლესიას აღმოსავლეთის მხრივ აქუს შემდგომი ზედწარწერა:
„...ღუთისა...
...მონაწილე...
მეფობისა თამარისასა აღვაშენეთ,
გიორგის შვილთა კ .... ნიკოლოზ,
...... ბასილი.
თორთომარი და ი... ღმერთმან შეგინდვნენ
ვინც რაი მოიჭირვა ამას ზედა. ამინ.“
ერთს ქუაზედ, რომელიც ჩასმულია ეკლესიის კედელში სამხრეთის მხრივ, სწერია მხედრული ასოებით: „ღმერთო შეიწყალე იობ წინამძღვარი.“
უბედურების დროს როდესაც აოხრებდნენ მძვინვარე მტერნი, დაღისტნის ძენი, საქართველოსა, სადაცა რომ დაეცემოდნენ, რაც მოხვდებოდათ ანგრევდნენ, კაბენის მონასტრის ბერთა შემოზღუდეს ეს მონასტერი მკვიდრის ქვიტკირის გალავნითა, ეს გალავანი დღესაც, მართლა დგას.
რომ მეტად შეაწუხეს ამ მონასტრის ბერნი, ლეკთა; რომ ღონე აღარ იყო, უნდა გაუქმებულიყო ეს მონასტერი , რადგან ლეკთაგან შევიწროვება უფრო მეტის მეტად იყო მეთვრამეტე საუკუნეში , ჩუენცა ვგონებთ, რომ ეს მონასტერი იმ დროებაში დაკეტილი უნდა იყოს.“
პლატონ იოსელიანისა.
„ცისკარი“ 1873 წელი.
წყარო - მოძრაობა კულტურული მემკვიდრეობისთვის
#ჯვარიცისკაბადონზე #ბოლოჟამისჯვარი
#განზომილებები #სულიერისამყარო
#საქართველოსბედიშენსხელშია # • თამარის ლაივი #14 | საქართველოს ბედი ...
ვიდეო - #გასეირნებაოჯახთანერთად
კიკეთის გზაზე • კიკეთის გზაზე | Auf dem Weg nach Kiketi
გერმანელები ასურეთში 1 • გერმანელები ასურეთში 1 | Deutsche in ...
გერმანელები ასურეთში 2 • გერმანელები ასურეთში 2 | Deutsche in ...
შავშეთი, ტაო-კლარჯეთი • შავშეთი, ტაო-კლარჯეთი | Shavsheti, Ta...
სამშვილდე • სამშვილდე | Samshvilde-Ruine
პირველად კარანტინში, 1 • Video
პირველად კარანტინში, 2 • Video
პირველად კარანტინში, 3 • Video
მოგზაურობა უდაბნოში • Los geht's! | Die Reise in Steppen | ...
მოვუაროთ ბუნებას! • მოვუაროთ ბუნებას! | Umwelt Schützen.
პრომეთეს მღვიმე • პრომეთეს მღვიმე | Promethäus Höhle
კოწახურას მწვერვალი • კოწახურას მწვერვალი | Kocaxura Spitze
ვიდეო - #მხატვრულიფილმები
ვიყიდოთ დედა • ვიყიდოთ დედა | Komm, lass uns eine Mu...
იდენტობა • იდენტობა (მხატვრული ფილმი) - Identita...
გმადლობთ,
თამარი
საკონტაქტო რეკვიზიტები:
ელექრტონული მისამართი: [email protected]
ტელეფონის ნომერი: 00995 591 024982
Facebook: Tamar Inasaridze Gebhardt
Musik: Decca Music Group Ltd.
____ ____ ____
ყველა უფლება დაცულია!
!!! ვიდეოს გადმოწერა და სხვა არხზე ატვირთვა დაუშვებელია !!!