#იზრუნე - რაგბის კლუბი "სოხუმი"

12/10/2021
Tegeta • თეგეტა-ის მიერ

სპორტი ბავშვის განვითარებისთვის, სოციალიზაციისა და ჯანსაღი ცხოვრებისთვის უმნიშნელოვანესი აქტივობაა. თუმცა, დღეს ძალიან ბევრ მოზარდს, განსაკუთრებით რეგიონებში, არ აქვს წვდომა ფიზიკური და გონებრივი განვითარების ელემენტარულ საშუალებებთან.

რაგბის კლუბი „სოხუმი” სწორედ ამ პრობლემის მოგვარებაზე ზრუნავს. კლუბმა ზუგდიდსა და ფოთში მცხოვრები 11-დან 15 წლამდე ვაჟები რაგბის ირგვლივ გააერთიანა. ეს პროექტი არის შესაძლებლობა დევნილი და არა მხოლოდ დევნილი მოზარდებისთვის, ივარჯიშონ, გაიჩინონ ინტერესის სფერო, ისწავლონ ურთიერთპატივისცემა, დისციპლინა და ეზიარონ ჯანსაღი ცხოვრების წესს.

გაიგე მეტი კლუბის შესახებ და #იზრუნე მომავალ თაობაზე — www.tegeta.care