United We Save Tbilisi Club Culture

01/06/2021
UWS.TBILISI-ის მიერ

ერთად გადავარჩინოთ თბილისის საკლუბო სცენა!
Covid19-ის პანდემიამ და მისმა თანმდევმა კრიზისმა საქართველოს კულტურისა და შემოქმედებითი ინდუსტრია უმძიმესი გამოწვევის წინაშე დააყენა. საგანგებო მდგომარეობამ და საყოველთაო იზოლაციამ, რაც მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით არის განპირობებული, საფრთხე შეუქმნა ელექტრონული მუსიკისა და საკლუბო კულტურის მთლიან ეკო-სისტემას. 2020 წლის გაზაფხულზე თბილისი ერთ-ერთი პირველი შეუერთდა UWS პლატფორმას და მსოფლიოს 106 სხვადასხვა ქალაქთან ერთად ვირტუალური კარი გაუღო ელექტრონული მუსიკის წარმომადგენლებს. უკვე 11 თვეა, რაც თბილისის კლუბები დახურულია, კრიზისის პირისპირ დარჩენილი თბილისის საკლუბო სცენა ვეღარ უმკლავდება არსებულ გამოწვევებს. სწორედ, ამის საპასუხოდ 2021 წლის, 10 იანვარს, გავმართავთ საქველმოქმედო მარათონს - UNITED WE SAVE TBILISI CLUB CULTURE, რომლის პირდაპირი ტრანსლირება მოხდება ვებ-პლატფორმაზე: www.uws.ge, ვიდეო გაშუქება კი არტისტების, კლუბების ადგილობრივი და საერთაშორისო მედია პლატფორმებზე მოხდება. პროექტში მონაწილეობას იღებს თბილისისა და ბერლინის ელექტრონული მუსიკის სცენის ოცზე მეტი გამორჩეული დიჯეი და პროდიუსერი: Ani Kvirkvelia, Bassil B2B Aksed, Berika / Spacejam 92 LIVE, Boyd Schidt , Frequency Shifter, HVL LIVE, Liza Rivs, Ly Sas, Nebbieri, Newa, Nicole, OTHR , Phase Fatale B2B UNHUMAN, Rydeen LIVE, Rezo Glonti / Aux Field LIVE, skyra LIVE, Sophie Phare, YVES, Zesknel LIVE
საქველმოქმედო მარათონზე შემოსული თანხა სრულიად გადანაწილდება მუსიკალურ სივრცეებზე, მათ თანამშრომლებსა და არტისტებზე.
პროექტი ხორციელდება თბილისის მერია / Tbilisi City Hall-ს მხარდაჭერით და Goethe-Institut Georgien, ლიკანი • Likani, Liberty • ლიბერთი-ს თანადგომით.
Link to United We Stream Tbilisi:
www.uws.ge
LINKS 2 DONATE:
Fundraiser
https://fundraiser.ge/uws
(‎₾) Liberty Bank
#GE76LB0115162114299000
(€) Liberty Bank
#GE49LB0115162114299001
Thank you for supporting Tbilisi Club Culture
#UnitedWeStream
#UnitedWeStreamTbilisi
#SaveClubCultureTbilisi See Less

Soundtrack by Avi Musaifi