საპილოტე პროექტი - „სამხედრო საქმე“ ქვეყნის მასშტაბით საჯარო სკოლებში აქტიურად მიმდინარეობს

17.12.2025 02:27

თავდაცვის სამინისტროსა და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ერთობლივი საპილოტე პროექტი - „სამხედრო საქმე“ აქტიურად ხორციელდება. საქართველოს თავდაცვის ძალების შესახებ ცნობადობის ამაღლების, პოპულარიზაციისა და ახალგაზრდებში სამხედრო საქმის შესწავლის მიზნით, საგანი ქვეყნის მასშტაბით 137 საჯარო სკოლაში ისწავლება. მე-9 კლასის მოსწავლეებს სასწავლო პროგრამას თავდაცვის ძალების თადარიგის ოფიცრები ასწავლიან, რომლებმაც აღნიშნული პროექტისთვის შესაბამისი პედაგოგიური გადამზადება გაიარეს. თადარიგის ოფიცერი პედაგოგი ამჯერად თბილისის, მიხეილ ჯავახიშვილის სახელობის 124-ე საჯარო სკოლაში იმყოფებოდა, სადაც საგანი „სამხედრო საქმე“ კვირაში ერთხელ ტარდება. გაკვეთილის თემა - ჯარისკაცის აღჭურვილობა იყო. „სამხედრო საქმე“ მოსწავლეებს კომპლექსურ ცოდნას აძლევს საქართველოს თავდაცვის ძალების, სამხედრო განათლების და სამხედრო სამსახურის, იარაღთან და საბრძოლო მასალასთან მოპყრობის წესების შესახებ. პროგრამა პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენისა და საგანგებო სიტუაციების დროს მოქმედების უნარ-ჩვევების შესწავლასაც ითვალისწინებს. თეორიული პროგრამის გავლის შემდეგ, მოსწავლეები „ერთი დღე ჯარში“ პროექტის ფარგლებში სამხედრო ბაზებს სტუმრობენ და ადგილზე ეცნობიან სამხედრო მოსამსახურეების სამუშაო პირობებს. ასევე, მოსწავლეებს, რომლებსაც გავლილი აქვთ საგანი „სამხედრო საქმე“, უპირატესობა ენიჭებათ საზაფხულო „ჯარის ბანაკში“ მოსახვედრად. თავდაცვის სამინისტროსა და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ერთობლივ პროექტში 107 მასწავლებელი - თადარიგის ოფიცერია ჩართული, რომელთაც მოსწავლეებთან მუშაობის შესაბამისი სწავლება აქვთ გავლილი. თადარიგის ოფიცერს, რომელსაც საპილოტე პროექტში მონაწილეობის სურვილი აქვს, შეუძლია მიმართოს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო მისაღებს (დ. უზნაძის 117ა). თადარიგის ოფიცრების ძირითადი კრიტერიუმებია: •⁠ ⁠თავდაცვის ძალებში ნამსახურეობის მინიმუმ 10 წელი; •⁠ ⁠სამხედრო მომზადება (ოფიცრის ძირითადი კურსი, კაპიტნის კურსი, სამეთაურო-საშტაბო კურსი, ომის კოლეჯის დასრულება ჩაითვლება უპირატესად); •⁠ ⁠სერჟანტის შემთხვევაში, მინიმუმ სერჟანტის ძირითადი კურსი (უპირატესად ჩაითვლება სერჟანტის სხვადასხვა საკარიერო კურსი). •⁠ ⁠კანდიდატები დადგენილი კრიტერიუმების დაკმაყოფილების და თავდაცვის და განათლების სამინისტროს მიერ ერთობლივად ორგანიზებული სწავლების წარმატებით დასრულების შემდეგ ჩაერთვებიან საპილოტე პროექტში „სამხედრო საქმე“.

გაზიარება:
Compania

მსგავსი ვიდეოები

თავდაცვის სამინისტროს ახალი პროექტი
04:27

თავდაცვის სამინისტროს ახალი პროექტი

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

აქტიური რეზერვის საპილოტე პროექტი აჭარასა და გურიაში ამოქმედდა
01:11

აქტიური რეზერვის საპილოტე პროექტი აჭარასა და გურიაში ამოქმედ...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

#BMGLIVE #ბიზნესისკვირეული გიორგი ისაკაძესთან ერთად / 19.11.2023
01:52:58

#BMGLIVE #ბიზნესისკვირეული გიორგი ისაკაძესთან ერთად / 19.11....

საპილოტე პროექტი - ,,ევროპული კლუბები საქართველოში”
01:59

საპილოტე პროექტი - ,,ევროპული კლუბები საქართველოში”

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საპილოტე პროექტი 150-ე საჯარო სკოლაში
01:08

საპილოტე პროექტი 150-ე საჯარო სკოლაში

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

საპილოტე პროექტი უკრაინის მოქალაქეებისთვის
01:41

საპილოტე პროექტი უკრაინის მოქალაქეებისთვის

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

აგროდაზღვევის საპილოტე პროექტი
03:40

აგროდაზღვევის საპილოტე პროექტი

ტელეკომპანია თანამგზავრი

ველობილიკების საპილოტე პროექტი შესაძლოა გლდანში განხორციელდეს საუბრის დასასრული
07:15

ველობილიკების საპილოტე პროექტი შესაძლოა გლდანში განხორციელდე...

პორტალი კვირა

ყველა ვიდეო