იაპონიის ყოფილ პრემიერ-მინისტრს ესროლეს

იაპონიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი შინძო აბე, რომელსაც ერთ-ერთ ღონისძიებაზე ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს, მძიმე მდგომარეობაშია. განცხადება იაპონიის მოქმედმა პრემიერ-მინისტრმა გააკეთა. მისივე თქმით, იმის მიუხედავად, რომ თავდასხმის მოტივი ჯერ უცნობია, არ შეიძლება, მომხდარის საარჩევნო კამპანიასთან კავშირის უგულვებელყოფა. იაპონიის ყოფილ პრემიერ-მინისტრ შინძო აბეს ქალაქ ნარაში საარჩევნო კამპანიის ფარგლებში გამართულ ერთ-ერთ ღონისძიებაზე ცეცხლსასროლი იარაღიდან ზურგში ესროლეს, როდესაც ის სიტყვით გამოდიოდა. შინძო აბე შემთხვევის ადგილიდან საავადმყოფოში ვერტმფრენით გადაიყვანეს. ადგილობრივი მედიის ცნობით, პოლიციამ 41 წლის მამაკაცი დააკავა. პრესა წერს, რომ დაკავებული ქალაქ ნარას მცხოვრებია და ის იაპონიის საზღვაო თავდაცვის ძალების ყოფილი წევრია. შინძო აბე იაპონიის ისტორიაში ამ თანამდებობაზე ყველაზე ხანგრძლივი ვადით მსახურობდა. შინძო აბე 2020 წელს ჯანმრთელობის მდგომარეობის მიზეზით გადადგა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - https://www.youtube.com/user/GeorgianPB/ ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

მსგავსი ვიდეოები