#ტრანსფერი - რიჩარდ ლუკა ტორპედოელია ✅

11.01.2019 00:31

21 წლის შემტევი ნახევარმცველი რიჩარდ ლუკა “ტორპედოს” ღირსებას დაიცავს. “ტორპედოსა” და მექსიკურ “ტიგრესს” შორის შეთანხმება შედგა, რომლის მიხედვითაც წარმოშობით ბრაზილიელი ნახევარმცველი ჩვენს კლუბში 1-წლიანი იჯარით გადმოვიდა. 2016 წელს რიჩარდ ლუკა ბრაზილიური “გოიასის” ღირსებას იცავდა, საიდანაც “სანტოსის” 20-წლამდელთა გუნდში გადავიდა. “სანტოსის” მერე ბრაზილიელი სწორედ მექსიკურ “ტიგრესში” გადაბარგდა. “ტორპედოს” ახალწვეული საქართველოში დღეს გამთენიისას ჩამოფრინდა და სავარჯიშო პროცესს ხვალიდან შეუერთდება. F.C. Torpedo Kutaisi on Social Media Site: http://www.fctorpedo.ge Facebook: https://bit.ly/2Jnnaef Instagram: http://bit.ly/2NQYuyz

გაზიარება: