სუმბაევის საქმე

24.10.2019 06:23

საქართველოდან რუსეთში ჰაკერ იაროსლავ სუმბაევის ექსტრადირება განხორციელდა. აღნიშნული იუსტიციის მინისტრმა დაადასტურა. თეა წულუკიანის განცხადებით, სტრასბურგის სასამართლომ სუმბაევის ექსტრადირების შეჩერება მიზანშეწონილად არ მიიჩნია, რასაც შესაბამისი წერილიც ადასტურებს. შეგახსენებთ, იაროსლავ სუმბაევი თბილისში 2018 წლის ნოემბერში ყალბი პასპორტის გამოყენებისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენისთვის დააკავეს. რუსეთის გენერალური პროკურატურა კი მას კიბერდანაშაულს, თაღლითობას და რუსი გამომძიებლის მკვლელობის შეკვეთაში მონაწილეობას ედავება. აღნიშნული პირის ექსტრადირებას პოლიტიკოსების შეფასებები მოჰყვა. ნათია ქენქაძე მუშაობს თემაზე. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ყველა ვიდეო