გირჩის მიერ ინიცირებული კანონპროექტის განხილვა, რომელიც ეროვნული ბანკის ძალაუფლების შეზღუდვას ეხება

06/07/2022
Girchi • გირჩი-ის მიერ

სანდრო რაქვიაშვილი საქართველოს პატრლამენტში:

„თუ თქვენ მიდიხართ მაღაზიაში და გრძნობთ, რომ ყოველთვიურად თქვენ უფრო ღარიბი ხართ და ნაკლებს ყიდულობთ, ესე იგი თქვენ იბეგრებით. მაგრამ არიან ადამიანები, ვინც ამისგან სარგებლობენ. მაგალითად, ჩვენი ქვეყნის საბანკო სისტემა, რომელიც არის პირველ ადგილზე მსოფლიოში მომგებიანობით. ჩვენი ბანკირები არ არიან ამდენად გენიალურები, რომ ყველას აჯობონ ამ სამყაროში. ეროვნული ბანკი, როცა ბეჭდავს ფულს ეხმარება ბანკებს მიიღონ დამატებითი მოგება. ეს არ არის მხოლოდ ფარული დაბეგვრა, არამედ ეს არის ყველაზე ამორალური დაბეგვრა, იმიტომ, რომ იბეგრება ყველაზე ღარიბი ადამიანი, შედარებით ყველაზე მდიდარი ადამიანების სასარგებლოდ... მაგრამ ყველაფერს აქვს ზღვარი... მსოფლიოში ყველა ადეკვატურ ეკონომისტს თუ პოლიტიკოსს ესმის, რომ დაბეგვრის ამ სახეობასაც უნდა ჰქონდეს ზღვარი. ჭკვიანურად, ჩვენ ამას ვეძახით \"ინფლაციის თარგეთს\" - 3%-ზე მეტი არ დავბეგროთო მოსახლეობაო, ამას ნიშნავს ეს, მაგრამ ახლა ჩვენ გვაქვს 13%. \"

\"ეროვნული ბანკი ყოველ წლიურად 2 მილიარდ ლარს ბეჭდავს. 2 მილიარდი ლარით, ფაქტობრივად ყველაზე ღარიბი მოსახლეობა ჩვენ ქვეყანაში ასუბსიდირებს კომერციულ ბანკებს.\"

\"წინა წელს, როცა კობა გვენეტაძე იყო მოსული და ჰყვებოდა - რა მაგარია და რომ არაფერში დამნაშავე არ არის და ყველაფერი, რაც ცუდი ხდება, გარე ფაქტორების ბრალია, მე ბევრ თქვენგანს ველაპარაკე და გარწმუნებდით, რომ არ დაგეჭირათ მხარი, არ აგეღოთ პასუხისმგებლობა იმაზე, რასაც ეროვნული ბანკი ჩადის. მაგრამ მაშინ არგუმენტი, რომელიც თქვენ მითხარით, იყო, რომ - კი მაგრამ, რა გავაკეთოთ, რა ინიციატივა გაქვთო - მე ავიღე ეს კანონი (ორგანული კანონი ეროვნული ბანკის შესახებ) და ავარჩიე კანონში ისეთი ნორმა, რომლის კონტრარგუმენტი არ გექნებოდათ.

კონკრეტულად, ეროვნულ ბანკს აქვს უსასრულო ძალაუფლება გახადოს ნებისმიერი ინფორმაცია კონფიდენციალური, ანუ ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც ეროვნულ ბანკს გაუხარდება, შეიძლება სამუდამოდ იყოს დახურული. ასეთი ძალაუფლება არ აქვს სუს-ს, ასეთი ძალაუფლება არ აქვს თავდაცვის სამინისტროს, ასეთი ძალაუფლება არ აქვს არავის, არცერთ ქვეყანაში. ეს ნორმა გაჩნდა 2009 წელს, როცა საჭირო იყო დიდი ძალაუფლება კომერციულ ბანკებზე კონტროლის დასამყარებლად. ეს ნორმა დღემდე დარჩა და იცავს ეროვნულ ბანკს ნებისმიერი კონტროლისგან... შემდეგ კვირას პარლამენტში მოვა კობა გვენეტაძე და მოგიყვებათ რაღაც სისულელეებს, თუ როგორ გამოიწვია 13%-იანი ინფლაცია შოკებმა და რაღაც გარე ფაქტორებმა, პრობლემა იქნება ის, რომ ვერცერთი თქვენგანი ვერ გადაამოწმებს სიმართლეა თუ არა, იმიტომ, რომ უბრალოდ არ გაქვთ ინფორმაცია და რომ მოითხოვოთ, ვერ მიიღებთ. ეს ხომ არასერიოზულია, როცა პარლამენტს აქვს კონსტიტუციით დაკისრებული ვალდებულება, რომ აკონტროლოს ეროვნული ბანკი, მაგრამ ამას ვერ აკეთებს... \"

🔵 შემოგვიერთდი ჯგუფში:   / npcmemb  
🟢 Website: https://www.girchi.com/
🔵 Facebook:   / girchiparty  
🟠 Instagram:   / girchiparty  
🔵 Twitter:   / girchiparty  
🔵 LinkedIn: https://bit.ly/3JPqbUZ

ვიდეოები „Girchi • გირჩი"-ისგან