სტრესის მართვა - ალექსანდრე ჯეჯელავას მასტერ კლასები
რეგისტრაციისთვის გთხოვთ მიყვეთ ლინკს: http://bit.ly/2oZGS8u სემინარი აგებულია სტრესის მართვისა და შემცირების რამდენიმე ქმედითი ინსტრუმენტის გამოყენების გარშემო. თითოეული ინსტრუმენტი განხილული იქნება როგორც განყენებულ, ასევე მონაწილეების რეალური შემთხვევების მაგალითებზე 1️⃣️ მნიშვნელოვანი ინფორმაცია სტრესისა და ღელვის შესახებ, რაც ყველამ უნდა იცოდეს და რომელიც დაგეხმარებათ უსტრესო ცხოვრებაში 2️⃣️ სტრესი და პროდუქტიულობა. მიდებ-მოდება, “ყველაფერჩიკობა” და ოპერატიული მუშაობა. გადატვირთული სამუშაო გრაფიკი. ინფორმაციით გადატვირთვა და საინფორმაციო დიეტა ნუ შეეცდებით თქვენი თავის და სხვების შეცვლას. 3️⃣️ ნუ იდარდებთ იმაზე, რაც ხართ და ვერ შეცვლით. ჯანმრთელობის და პირადი ცხოვრების მნიშვნელობა სტრესის მართვისთვის. გადაღლისა და სტრესის კავშირი. ძილის, ჯანსაღი კვების და ვარჯიშის მნიშვნელობა. დასვენების და შვებულების როლი უსტრესო ცხოვრებაში. 4️⃣️ ცხოვრება დღევანდელი დღით. წარსულისა და მომავლის იზოლირების და მიმდინარე საქმეებზე კონცენტრაციის მნიშვნელობა. 5️⃣️ სასარგებლო სტრესი. სტრესი და განვითარება. ღელვა, როგორც განვითარების ბუნებრივი მდგომარეობა. რატომ არაა სტრესი და ნერვიულობა დასაშვები სცენარი. სტრესის ზიანი და უარყოფითი გავლენა. სტრესის “გადამდები” ბუნება. “მაჯლაჯუნების” გავლენა და დამარცხება. ცუდი მრჩეველები ღელვასა და სტრესში. მეწყვილეები სტრესის დაძლევაში. სწორი ხალხის შერჩევა და გეგმიური ურთიერთდახმარება. 6️⃣️ სტრესისა და ღელვის ანალიზის ტექნიკები. კონცენტრაცია გადაწყვეტილებაზე და არა პრობლემაზე. სხვა ადამიანების (კოლეგები, ოჯახის წევრები, მეგობრები) ღელვებისგან თავის დაცვა. “მრავალოთახიანი” ცხოვრება. კონცენტრაციის გადართვა სხვადასხვა მიმართულებაზე. ღელვის დამარცხება შრომით. რატომ კლავს სტრესი მეტ ადამიანს, ვიდრე შრომა? 7️⃣️ გარდაუვალის მიღება. უარესი სცენარების ანალიზის ტექნიკა. არსებული მდგომარეობის სრულად გაანალიზება და უარესი სცენარების ჩამოყალიბება. მოლოდინის რეგულირება. 8️⃣️ პოზიტიური განწყობის და აზრების მნიშვნელობა. თქვენ ის ხართ, რასაც ფიქრობთ. სხვების მიმართ განწყობის მნიშვნელობა. ღირს, თუ არა ჩიტი ბრდღვნად. არაპროპორციული ნერვიულობა და ენერგიის ხარჯი წვრილმანების მოსაგვარებლად. ღელვა სხვების უმადურობის შესახებ. არსებულის ვერ-დაფასება და ფუჭი ღელვა 9️⃣️ პრობლემების სასარგებლოდ გამოყენება. თუ ლიმონი შემოგაჩეჩეს, ლიმონათი გააკეთეთ. კრიტიკით გამოწვეული ღელვა და სტრესი. ნეგატიური უკუგების (feedback) და კრიტიკის სასარგებლოდ გამოყენება. თვითკრიტიკა უსტრესოდ. თვითკრიტიკის დღიურები. სოციალური წნეხი - რას იფიქრებენ სხვები? გარდაუვალთან “თანამშრომლობა”. რთული სიტუაციების დადებითი გამოყენება. მომხდართან შეგუება. დროული გამოსვლა სტრესული მდგომარეობიდან. დანაკარგების ზღვრის პრინციპის გამოყენება რთულ გამოწვევებსა და საქმეებში ფორმატი: თითოეული შეხვედრის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს მონაწილეების გამოცდილების გაზიარება და, მათ მაგალითებზე, ლიდერობის თავისებურებებზე დისკუსია ფასი: 1,200 ლარი
Management Academy მართვის აკადემია-ის სხვა ვიდეოები
პროექტის განმარტება, შინაარსი, პრიორიტეტები - Proj...
პროექტის მენეჯერი - Project Manager
პროექტის მიზნები - Project Objectives
სამი განსხვავებული მენეჯერი - Three Types of Manag...
განვითარება - Development
სანაცნობო ქსელში ინფორმაციის გავრცელება - Informat...
პროექტის ციკლი - Project Cycle
მენეჯმენტი სწავლებადია - Management can be learned
მსგავსი ვიდეოები
ალექსანდრე ჯეჯელავა - უსტრესო პროდუქტიულობის სემინარის ანონს...
Maia Mushkudiani
„სტრესის მართვა“ - ზურა მხეიძე
სტრესის მართვა სამსახურში - 4 მეთოდი (მასტერკლასი)
Victoria Sakurova
„სტრესის მართვა“ - ფსიქოლოგი რამაზ საყვარელიძე
აზროვნების აკადემია
სტრესის მართვა კრიზისის დროს - FM ქოუჩი
რადიო ფორტუნა FM 106.9 / Radio Fortuna FM 106.9
„სტრესის მართვა“ - რამაზ საყვარელიძე
აზროვნების აკადემია
„სტრესის მართვა და ემოციური გადაწვა“ - ტრენინგ-ტური მარინა კ...
აზროვნების აკადემია
სტრესის მართვა და ღიმილის მნიშვნელობა განწყობის შესაქმნელად...
NEO TV