კვებისა და ცნობიერების ტრანსფორმაცია. 21 დღიანი მარათონი.

03/08/2023
elixir of life-ის მიერ

პრანული კვების ონლაინ მარათონი

21 დღიანი პრანული კვება - უმი ვეგანურის საფუძველზე. ერთიან ველში ახალი კვების სტილის გამომუშავება, სხულისა და ცნობიერების ვიბრაციების ამაღლება. პრანული-ენერგეტიკული კვების სესიები დღეში სამჯერ ლაივში (ვინც ვერ დაესწრება, იქნება ჩანაწერებიც), სეანს-მედიტაციები თითოეული ჩაკრისათვის და მასთან დაკავშირებული სისტემების წმენდაზე, ახალი ენერგიების გააქტიურებაზე. ორგანიზმის წმენდა და ავსება წმინდა მაღალვიბრაციული სამყაროს ენერგიებით, სასიცოცხლო ენერგიით - პრანით. საინტერესო თავგადასავალი, გაზიარებები, საზრდოობის ახალი ალტერნატიური გზები. სულის მეხსიერების გამოღვიძება, ზეუნარების გააქტიურება, თვითგანკურნების ნიჭის გამოვლინება, კურნების ენერგიები და ა.შ.
მარათონში მონაწილეობა შეუძლია მიიღოს ყველა სრულწლოვან ადამიანს, ვისაც სურს განთავისუფლდეს, პირველ რიგში, ხორცპროდუქტების მიღებისგან, ასევე მათ, ვისაც სურს უკვე რძის პროდუქტებისგანაც განთავისუფლება, და მათ, ვისაც სურს თერმულად დამუშავებული საკვებისგან განთავისუფლება და გადასვლა ახალ, სიცოცხლის ენერგიებით აღსავსე, ცოცხალი პროდუქტებით საზრდოობაზე. ეს მარათონი ასევე იქნება მომზადება შემდეგი ნამდვილი პრანული მარათონისთვის, რომელიც ჩატარდება ზაფხულში, და რომლის დროსაც მივიღებთ მხოლოდ წვენებს, წყალს, ასევე გვექნება სრული პრანული დღეები, როცა ვღებულობთ მხოლოდ ენერგიას, და არ ვღებულობთ რაიმე გარე საკვებს.
მარათონი ტარდება ონლაინ - ფეისბუქი, ზუმი, ან ტელეგრამი. თბილისელებისათვის შესაძლებელია ცოცხალი შეხვედრა, რომელიც ასევე გადაიცემა ონლაინ.

გაეცანით უფრო ვრცლად ვიდეო-მოწვევას. მოიწერეთ შეკითხვები, გელით გულით და სიყვარულით.
პრანული კვების მარათონში მონაწილეობის ენერგო-ბალანსია 147 ლარი. თუ ოჯახიდან ორი წევრი მონაწილეობს (მშობელი-შვილი, დედმამიშვილები, ცოლ-ქმარი და სხვ.), მეორე საყვარელი სულისათვის ენერგო-ბალანსი არის 75 ლარი.
მონაწილეობისათვის გამოგზავნეთ ენერგო-ბალანსის დამადასტურებელი სქრინი პირად მესენჯერში   / mzeonaiberieli999   , ასევე მოიწერეთ თქვენ შესახებ მცირედი, თქვენი გამოცდილებები, რადგანაც ყველასთან იქნება ინდივიდუალური სულიერ-ენერგეტიკული მუშაობა. თქვენ ჩაეწერებით დახურულ ჯგუფში, სადაც დაიწყება მარათონი 19 მარტს. ყველა სეანსი და მედიტაცია, რომელსაც ვერ დაესწრებით, შეგიძლიათ შეასრულოთ ჩანაწერით თქვენთვის კომფორტულ დროს.

ანგარიშები ენერგო-ბალანსისათვის:
GE25BG0000000143300400 ი.ხ.
საერთაშორისო გზავნილებისთვის IRMA KHARAZISHVILI. TBILISI. GEORGIA
გელით სიყვარულით მზეონა იბერიელი.

კვება - ცნობიერების მართვის ინსტრუმენტი ნაწ 1    • კვება - ცნობიერების მართვის მთავარი ი...  

ნაწ2    • კვება - ცნობიერების მართვის მთავარი ი...  

საიტი https://mzeonaiberieli.ge/

იუთუბ არხი https://www.youtube.com/@elixiroflife...

სინათლის ქალაქი „ჰარმონია“   / harmonia777  

#მზეონაიბერიელი #კუნდალინირეიკი #ზეციურიელექსირი #პრანა #ავტონომი #პრანულიმარათონი #ჰარმონია #mzeonaiberieli #kundalinireiki #zeciurieleqsiri #prana #avtonom #pranulimaratoni

ვიდეოები „elixir of life"-ისგან