რეგულაციების გამო, ახალციხეში მუნიციპალური ტრანსპორტის ნაწილი მოძრაობს, ნაწილი არა

საქართველოში კორონავირუსის პრევენციისთვის დაწესებული რეგულაციების ამოქმედებიდან ხუთი დღე გავიდა, ახალციხის მუნიციპალიტეტში კი ჯერ ვერ გაურკვევიათ, რომელი მიმართულებით აღარ მოძრაობს ტრანსპორტი. ახალციხის მერი ირწმუნება, რომ შეზღუდვა მხოლოდ საქალაქოს შეეხო, რომელსაც მგზავრები ქალაქის ტერიტორიაზე გადაჰყავს. ზაზა მელიქიძე აცხადებს, რომ სოფლების მიმართულებით სამარშრუტო ტაქსები ჩვეულებრივ მოძრაობს. სატრანსპორტო კომპანიის დირექტორი კი ამბობს, რომ შეზღუდვა მთელი მუნიციპალიტეტის მიმართულებით მოძრავ ტრანსპორტს ეხება. ნუგზარ მამუკაშვილის თქმით, მისი კომპანიის ტრანსპორტი 14 აგვისტოდან გაჩერებულია. ნუგზარ მამუკაშვილის თქმით, მეხუთე დღეა გაჩერებულია ვალეს, აწყურის, ურავლის მიმართულებით მოძრავი ტრანსპორტი.

მსგავსი ვიდეოები