#იყავიფხიზლად | WWW.SEPIA.GE

05/22/2016
SEPIA Georgia-ის მიერ

#იყავიფხიზლად - წარმოადგენს სტუდენტთა და აბიტურიენტთა ხელშეწყობის საერთაშორისო ასოციაციის (SEPIA) პროექტს, რომელიც მიმართულია საზოგადოებრივი სიკეთის ხელშეწყობისაკენ, საქველმოქმედო მიზნების მიღწევისკენ, მნიშვნელოვან საზოგადოებრივ საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისკენ ან/და საზოგადოების ქცევის პოზიტიური თვალსაზრისით შეცვლის ხელშეწყობისკენ.
პროექტის | იყავი ფხიზლად | მიზანია საზოგადოების ყურადღება გაამახვილოს ისეთ სიტუაციებზე, რომლებიც სხვადასხვა ვითარებაში იწვევს გონების გაფანტვას, ანელებს ადამიანთა რეაქციას და ზრდის უარყოფითი შედეგების დადგომის საშიშროებას. ასეთი სიტუაციები შეიძლება იყოს: ქუჩებში და გზებზე ყურსასმენების გამოყენებით გადაადგილება, ასევე მობილური მოწყობილობიდან თვალის მოუშორებლად გადაადგილება, მოძრაობის დროს მოკლე ტექსტური შეტყობინებების შედგენა, ქვეითთა გადასასვლელებზე არსებულ შესაძლო საფრთხეებზე ყურადღების გამახვილება, ბავშვებისა მიმართ ყურადღების მოდუნება და ყველა სხვა შესაძლო სიტუაცია, რომელმაც შეიძლება, სხვადასხვა დროს გამოიწვიოს ადამიანის გონების გაფანტვა და ყურადღების არასწორი მიმართულებით წარმართვა.

www.sepiango.com

ვიდეოები „SEPIA Georgia"-ისგან