90-ე ფსალმუნის განმარტება
1. რომელი დამკვიდრებულ არს შეწევნითა მაღლისათა საფარველსა ღმრთისა ზეცათასა განისვენოს.
ვინც მკვიდრობს, ცხოვრობს უზენაესი ღმერთის შეწევნით და მხოლოდ მას სასოებს, იგი დაცულია უფლის საფარველის ქვეშ, ანუ დაფარულია ღმერთით: ზეცათა ღმერთში („ღმრთისა ზეცათასა“) მეფსალმუნე უფალს მოიაზრებს როგორც ზეცის შემოქმედსა და მეუფეს და, თუკი იგი ზეცათა ღმერთია, ღმერთია უცილობლად მიწისაც და ყოველივე ქმნილებისა. მაღლის შეწევნაში შესაძლოა ვიგულისხმოთ საღვთო მცნებათა სჯული, ღვთის მიერ ხალხისთვის მიცემული როგორც დახმარება, შეწევნა, საშუალება დემონთა წინააღმდეგ საბრძოლველად.
2. ჰრქუას უფალსა: ხელის-აღმპყრობელი ჩემი ხარი შენ და შესავედრებელი ჩემი, ღმერთი ჩემი და მე ვესავ მას.
ვინც ღვთის შეწევნით ცხოვრობს, ის თამამად იტყვის: შენ, უფალო, ხარ ჩემი შემწე და თავშესაფარი. სხვას კი ასე ეტყვის ღვთის შეწევნით მცხოვრები, რომ ის (შემოქმედი) მისი ღმერთია და მისი იმედი ექნება.
3. რამეთუ მან გიხსნეს შენ საფრთხისა მისგან მონადირეთაისა და სიტყვისა მისგან განსაკრთომელისა.
სულთა მომნადირებელი გონებითი მონადირეების, ანუ დემონების, მახე (საფრთხე) მათი ბოროტი თავდასხმები, ბოროტი აღძვრანი და ცილისწამებანია ვნებების საშუალებით ადამიანებზე მოწეული.
განსაკრთომელი, ანუ მშფოთვარე სიტყვა, სვიმაქოსმა თარგმნა როგორც ცილისწამება, რადგან ცილისმწამებლური სიტყვა იწვევს სწორედ მშფოთვარებას ცილისწამებულის სულში, რის გამოც სოლომონი ამბობს, რომ საშინელი სიტყვა აღაშფოთებს მართალი ადამიანის გულს.
ასე რომ, დავით წინასწარმეტყველი ამ სიტყვებით მიმართავს უზენაესის შეწევნით მცხოვრებ კონკრეტულ ადამიანს და ამხნევებს მას, რომ უფალი იხსნის მას გონებითი და მგრძნობელობითი მონადირეების (დემონების) მახისაგან.
5. არა გეშინოდეს შიშისაგან ღამისა და ისრისაგან, რომელი ფრინავნ დღისი;
ღვთის შეწევნით მცხოვრებს ღამით არ შეგეშინდება დემონებისა ან ადამიანებისა. არ შეგეშინდება ისრებისა - მგრძნობელობითისა, რაც დღისით ადამიანებისაგან მოევლინება, ასევე გონებითი ისრებისა, რითაც მიზანს აღწევენ დემონები და ვნებები.
6. ღუაწლისაგან, რომელი ვალნ ბნელსა შინა, შემთხუევისაგან და ეშმაკისა შუვადღისა.
ღვთის შეწევნით მცხოვრებო, არაფრისა შეგეშინდება, რაც კი სიბნელეში შესაძლებელია ეწიოს ადამიანს. ბნელში მოსიარულე ღვაწლში მოიაზრება ყოველგვარი ვნება და ყველა ის, ვინც ცილისმწამებელია და ბოროტმოქმედია. შემთხუევაში იგულისხმება უნებლიე, მოულოდნელად მომხდარი რამ. ეშმაკის შუადღეს კი ერთნი უწოდებენ სიზარმაცისა და უზრუნველობის დემონს, მეორენი ამაში მოიაზრებენ საძაგელი ხორციელი ფიქრების დემონს, სხვანი კი - თავშეუკავებლობის დემონს, რადგან ასეთი დემონები იბრძვიან ადამიანთა წინააღმდეგ სწორედ შუადღისას, როცა მუცელი ავსებულია საჭმლით.
7. დაეცნენ მარცხენით შენსა ათასეულნი და ბევრეულნი - მარჯვენით შენსა, ხოლო შენ არა მიგეახლნენ.
უფლის შეწევნით მცხოვრების მარცხნივ ათასობით ისარი დაეცემა, მარჯვნივ კი ათი ათასი („ბევრეული“ ათი ათასს ნიშნავს). მაგრამ თვით ღვთის შეწევნით განმტკიცებულს ვერ შეეხებიან. მარცხნივ დაცვენილ ისრებში იგულისხმება უგონო ვნებები - მრისხანებისა და ხორციელი გულისთქმებისა, რომლებიც ცხადი ნაყოფია ბოროტებისა. მარჯვენით ისრებში კი მოიაზრებიან ის მიზეზები, რომლებიც ერთი შეხედვით ჩანან, როგორც კარგები და მართალნი, სინამდვილეში კი ასე არ არის, რადგან ადამიანის მტერი - ეშმაკი, მცოდნე იმისა, რომ ბევრი პირდაპირ არ ღებულობს ცოდვას, იწყებს ბრძოლად გარეგნულად კარგი საქმეებით და მათი საშუალებით უბიძგებს ადამიანებს ცხადი ბოროტებისაკენ.
გაგრძელება
http://www.orthodoxy.ge/tserili/fsalm...