„არა ფემიციდს“ - აქცია თბილისში

2 თვის წინ

„თანხმობის არარსებობა გაუპატიურებაა“ - ამ სლოგანით თბილისში აქცია გაიმართა. ქალთა მიმართ სექსუალური ძალადობის წინააღმდეგ დაგეგმილ საპროტესტო გამოსვლაზე ისმოდა მოთხოვნები კანონმდებლობის გამკაცრების აუცილებლობის შესახებ. აქციის ორგანიზატორების განმარტებით, საქართველოში ქალს სექსუალური ძალადობისგან კანონი სათანადოდ ვერ იცავს. აქცია რესპუბლიკის მოედანზე დაიწყო. მონაწილეებმა მოგვიანებით მსვლელობით პარლამენტის შენობასთან გადაინაცვლეს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - https://www.youtube.com/user/GeorgianPB/ ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან