დონაცია ქართველი ხელოვანებისათვის Fundraiser.ge

05.10.2021 01:10

დონაციის ლინკი: https://fundraiser.ge/etsy ჩვენი ჯგუფი: https://bit.ly/3kLt8Mg მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ულამაზესი ხელნაკეთ ნივთებს ქმნიან ხელოვანები, პანდემიისა და ტურისტების სიმცირის გამო, ბევრ მათგანი ვეღარ ახერხებს ნამუშევრების რეალიზებას და რჩება შემოსავლის წყაროს გარეშე, საკუთარი ხელით შექმნილი ხელნაკეთი ნამუშევრებისა და მომავლის იმედის ამარა. ჩვენ ბევრ ხელოვანს დავეხმარეთ პროდუქტის რეალიზებაში საერთაშორისო ონლაინ პლატფორმებზე. უკვე 30 ათასამდე ქართული პროდუქტი განთავსდა ყველაზე დიდ, ხელნაკეთი ნივთების პლატფორმა ეთსიზე და უამრავმა ხელოვანმა შეძლო ქართული კულტურის გაცნობა უცხოელებისათვის, საკუთარი თავის დასაქმება და საქართველოს სახელის პოპულარიზაცია მთელს მსოფლიოში. ჩვენ მათ პროდუქციის ონლაინ რეალიზებაში ვეხმარებით მსოფლიოში ყველაზე დიდ, ამერიკულ პლატფორმა Etsy.com-ზე ნამუშევრების განთავსებით. მიუხედავად იმისა, რომ წინ ახალი წლის გრანდიუზული გაყიდვებისთვის მიმდინარეობს მზადება წამყვან ონლაინ პლატფორმებზე, ჩვენ ვერ ვახერხებთ ქართველი ხელოვანების დახმარებას, შეზღუდული ფინანსური რესურსების გამო. სწორედ ამიტომ გვჭირდება თქვენი თანადგომა და დახმარება. თქვენი დონაციით, უამრავი ქართველი ხელოვანის ნამუშევარი განთავსდება მსოფლიოს წამყვან ვებსაიტებზე, მოხდება ქართული ხელნაკეთი ნაწარმის პოპულარიზაცია და რეალიზაცია. ამ ყველაფრის შედეგად, მრავალი ქართველი ხელოვანი შეძლებს თავისი საყვარელი საქმიანობის კიდევ უფრო დიდი შთაგნოებითა და შემართებთ გაგრძელებას. ჩვენ თქვენი დახმარების იმედი გვაქვს.

გაზიარება: