სასურსათო უსაფრთხოების სამიტი

2 თვის წინ

უკრაინის პრეზიდენტი კიევში სასურსათო უსაფრთხოების საკითხზე საერთაშორისო სამიტს მასპინძლობს. საერთაშორისო ფორუმში, ვოლოდიმირ ზელენსკისთან და პრემიერ-მინისტრთან ერთად, კიევში მყოფი უნგრეთის პრეზიდენტი, ბელგიის პრემიერი, ლიეტუვის მთავრობის მეთაური და პოლონეთის პრემიერ-მინისტრი მონაწილეობდნენ. მათ ონლაინრეჟიმში მიმართეს მსოფლიოს სხვა ლიდერებმაც, მათ შორის ევროკომისიის პრეზიდენტმა და გერმანიის კანცლერმა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ სხდომა ჰოლოდომორზე საუბრით გახსნა. სიმბოლურად, ჰოლოდომორის მსხვერპლთა ხსოვნის დღეს გამართული სასურსათო უსაფრთხოების სამიტზე უკრაინამ წარადგინა ინიციატივა სახელწოდებით, „მარცვლეული უკრაინიდან“, რომელიც ყველაზე ღარიბი ქვეყნებისთვის მარცვლეულის მიწოდებას ითვალისწინებს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - https://www.youtube.com/user/GeorgianPB/ ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან