სამშვიდობო ინიციატივები ქართულ-აფხაზურ და ქართულ-ოსურ კონფლიქტებში

01/20/2019

კავკასიური სახლის დირექტორი, ვანო აბრამაშვილი საუბრობს ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური კონფლიქტების სამშვიდობო ინიციატივებზე.

ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიურო 2018 წლის 1 ნოემბრიდან 2019 წლის იანვრამდე ახორციელებს სალექციო კურსს \"ომი და მშვიდობა\", რომლის ფარგლებში ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები კითხულობენ მოხსენებებს სამშვიდობო პოლიტიკის, ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური კონფლიქტების ისტორიის, ომისა და მშვიდობის გაშუქებისა და დოკუმენტაციის, გენდერისა და კონფლიქტის ურთიერთიმიმართების შესახებ. სალექციო კურსის ფარგლებში ჩატარდება 12 ლექცია. ამ ლექციებიდან 3 ლექცია იქნება საჯარო, რომლებსაც წაიკითხავენ ფლორიან მიულფრედი, თომას დე ვაალი და ანდრეას უმლანდი. ჰაინრიჰ ბიოლის ფონდი თავის ვებ-გვერდსა და სოციალურ ქსელებში დაინტერესებულ პირებს გაუზიარებს მომხსენებლების აკადემიურ სტატიებს ინგლისურ და ქართულ ენებზე.

ყველა ვიდეოს სანახავად გადადით შემდეგ ბმულზე: https://ge.boell.org/ka/omi-da-mshvid...

ვიდეოები „Heinrich Boell Foundation South Caucasus"-ისგან